საზოგადოება

თანამშრომლობა მუნიციპალიტეტებს შორის

საქართველოსა და სომხეთის სასაზღვრო მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, რიგით მესამე სამუშაო შეხვედრა მიმდინარე წლის 3-5 აპრილს სომხეთში, ქალაქ გიუმრიში გაიმართა. ამის შესახებ იუწყება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის „ფეისბუქის“ გვერდი.

პროგრამის მიზანია სასაზღვრო მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთანამშრომლობის გაღრმავება და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ორივე ქვეყნის სასაზღვრო მუნიციპალიტეტების მერები და წარმომადგენლები, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ერევანში-მარტინა შმიდტი, ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელი – კლაუს კაპერი, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ვაჩე ტერტერიანი.

ფოტო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის „ფეისბუქის“ გვერდიდან

ნინოწმინდის მუნციპალიტეტიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი და მერის მოადგილე ალექსანდრე მიქელაძე.

მათი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, რადგან მაღალი შედეგების მიღწევა სწორედ ერთობლივი ეკონომიკური და სოციალური პროექტების განვითარების ხელშეწყობითაა შესაძლებელი.

ფოტო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის „ფეისბუქის“ გვერდიდან

ნახეთ მეტი
Back to top button