საზოგადოება

რფ  შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა ის ქვეყნები, რომელთა მოქალაქეობას ყველაზე ხშირად  იღებენ რუსები  – მათ შორის სომხეთიც არის

რუსები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ყველაზე ხშირად იღებენ ისრაელის, უკრაინის, სომხეთის, თურქეთის, გერმანიის და რიგი სხვა ქვეყნების მოქალაქეობას, იუწყება TASS-ი.

„ყველაზე მეტად, რუსეთის მოქალაქეებმა გვაცნობეს მოქალაქეობის ან ბინადრობის უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის არსებობის შესახებ ისრაელში, უკრაინაში, სომხეთში, თურქეთში, გერმანიაში, საქართველოში, აშშ-ში, მოლდოვაში, ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში“, – ამბობს სააგენტოს რესპოდენტი.

ზოგადად, რფ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს 50 ათასზე მეტი შეტყობინება შემოვიდა უცხო ქვეყანაში სხვა მოქალაქეობის ან ბინადრობის სტატუსის არსებობის შესახებ.  

ნახეთ მეტი
Back to top button