პოლიტიკა

სამხრეთ კავკასიაში ნებისმიერი ცვლილება მტრების სასარგებლოდ იქნება. შამხანი

კავკასიის რეგიონში დაძაბულობა და კონფლიქტები არცერთ ქვეყანაზე არ მოქმედებს დადებითად, ამასთან, მიუთითებს იმაზე, რომ ირანი ეწინააღმდეგება ამ რეგიონში რაიმე გეოგრაფიულ ცვლილებას. News.am-ის გადმოცემით, ამის შესახებ თეირანში  სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივან არმენ გრიგორიანთან შეხვედრისას განაცხადა ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანმა ალი შამხანმა, იუწყება Press TV.

სამხრეთ კავკასიის რეგიონში ნებისმიერი გეოგრაფიული ცვლილება დაძაბულობის გამწვავების საშუალებაა, რაც რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თვალსაზრისით მტრის სასარგებლოდ იქნება“, – განაცხადა შამხანმა.

ირანის უშიშროების მაღალჩინოსანმა დასძინა, რომ დიალოგის გაგრძელებამ და თანამშრომლობამ უნდა ჩაანაცვლოს ნებისმიერი “მყარი მიდგომა” რეგიონული პრობლემების დასასრულებლად.

სიტყვით გამოსვლის მეორე ნაწილში შამხანმა განაცხადა, რომ კავკასიის რეგიონი მძიმე პერიოდს განიცდის და იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი შეძლებენ არსებული დაძაბულობის დაძლევას თავშეკავებით და წინდახედულებით.

მისი თქმით, ირანის ამჟამინდელი ადმინისტრაციისთვის მეზობლებთან თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების განვითარება ირანის საგარეო პოლიტიკის უცვლელი პრინციპი და პრიორიტეტია.

„მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება და ერთობლივი ძალისხმევა რეგიონული პრობლემების მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად არის ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა რეგიონის ყველა  მხარისთვის“, – განაცხადა შამხანმა.

თავის მხრივ, სომხეთის უშიშროების მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ირანმა „მნიშვნელოვანი როლი“ ითამაშა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში, ასევე რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

გრიგორიანმა შეაქო ირანის “დიდად ეფექტური” როლი რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიალოგი და თანამშრომლობა ერთადერთი გზაა ქვეყნებს შორის არსებული რეგიონალური კრიზისების გადასაჭრელად და შემდგომი დაძაბულობისა და კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად.

ნახეთ მეტი
Back to top button