საზოგადოება

სომხეთში აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დააკავეს

გუშინ დღის მეორე ნახევარში სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, 10 აპრილს, 01:00 საათიდან 02:00 საათამდე, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი იპოვეს და დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულის თქმით, მასთან ერთად კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე იყო, რომლის აღმოსაჩენად სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მანამდე ბაქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორი აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე ნახიჩევანის შაჰბუზის რაიონის მიმართულებით “ცუდ ამინდის პირობებში და შეზღუდული ხილვადობის გამო” დაიკარგა.

აზერბაიჯანელების მოულოდნელი ვიზიტის შესახებ რამდენიმე დეტალი სოფელ ბუნუნისში მაცხოვრებლებმაც გვიამბეს.

მოქალაქეებმა სიუნიქის რაიონის სისიანის თემის აშოთავანის დასახლებაში შესული აზერბაიჯანელი დაიჭირეს. სისიანის თემის ხელმძღვანელმა არმენ ჰაკობჯანიანმა „რადიოლურთან“ საუბარში მომხდარის შესახებ ბევრი დეტალი არ დააკონკრეტა და ამბობს, რომ ამ საკითხებს შესაბამისი ორგანოები ამუშავებენ.

– სოფელ აშოტავანში დაიჭირეს, სოფლის ბიჭებმა დაიჭირეს, ახლა აზერბაიჯანელი სამართალდამცავებთანაა. Სულ ეს არის. დანარჩენს, სომხურად არ ლაპარაკობდა.

— აგრესია არ გამოიჩინა?

– აბსოლიტურად, მშიერი იყო, საჭმელს ეძებდა, შევიდა სახლში, ტანსაცმელი უპოვია. ერთ სახლში შევიდა, მეორე სახლში შესვლისას დაიჭირეს. ერთი დარჩა საპოვნელი , მასაც ეძებენ, მალე დაიჭერენ.

– და რა მდგომარეობაა სოფელში?

– ახლა სოფელში ვარ, არაფერი ისეთი, ყველაფერი ნორმალურადაა.

აზერბაიჯანელები სოფელ ბნუნისშიც გამოჩენილან.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე ნახიჩევანის მიმართულებით უამინდობისა და შეზღუდული ხილვადობის გამო დაიკარგა.

ნახეთ მეტი
Back to top button