მთავარისაზოგადოება

„ჰაიფოსტ“-მა საქართველოს ფოსტასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

2023წ. 7 აპრილს საქართველოს დედაქალაქ თბილისში „ჰაიფოსტმა“ საქართველოს ფოსტასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

როგორც ARMENPRESS-ი არკვევს კომპანია HayPost-ის მიერ გავრცელებული გზავნილიდან, მემორანდუმი თანამშრომლობის ახალი ფორმატების შემუშავებას და ახალი პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს:

1. საქართველოს რესპუბლიკიდან სომხეთის რესპუბლიკაში და პირიქით საფოსტო მიწოდების პირობების გაუმჯობესებას,

2. ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო ხარჯების შემცირებას, რაც გამოიწვევს მომხმარებლისთვის მიწოდებული საფოსტო მომსახურების ტარიფების ორმხრივ შემცირებას.

3. ორ ქვეყანას შორის ელექტრონული კომერციის განვითარებას,

4. ერთობლივი პროგრამების განხორციელებას არასაფოსტო ლოგისტიკური მომსახურების მიმართულებით.

მემორანდუმის ფარგლებში „ჰაიფოსტ“-ს ექნება შესაძლებლობა არა მხოლოდ გააუმჯობესოს ფოსტის გაცვლის პროცესი საქართველოს რესპუბლიკასთან, არამედ განახორციელოს ახალი პროგრამები საქართველოს ფოსტასთან, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებელს წარუდგინოს ახალი, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება.

„ჰაიფოსტ“-ი და საქართველოს ფოსტა გეგმავენ რეგულარული შეხვედრების გამართვას.

ნახეთ მეტი
Back to top button