მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის არმიის ჯარისკაცები პოზიციებიდან გამოიქცნენ:  პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის საქმის დეტალებზე ილაპარაკა.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ირკვევა, რომ აზერბაიჯანის არმიის ჯარისკაცი თანამებრძოლებთან ერთად, სხვა თანამებრძოლების მხრიდან ზეწოლისა და დამცირების გამო, უბრალოდ გამოიქცნენ  პოზიციებიდან.

ფაქტი არ არის,  რომ მას სურს აზერბაიჯანში დაბრუნება, რადგან საერთაშორისოდ აღიარებული ვალდებულებების მიხედვით, თუ ასეთ სიტუაციებში მყოფ ადამიანს არ სურს დაბრუნება, მას უბრალოდ ძალით ვერ დავაბრუნებთ.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მეორე ჯარისკაცმა, რომელსაც ჯერ კიდევ ეძებენ, საზღვრის გადაკვეთიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, საზღვრისპირა სოფელში თქვა, რომ ნანობდა და დაბრუნება სურდა“, – ამის შესახებ როგორც „Armenpress“-ი  წერს ,  განაცხადა  სრ პრემიერ-მინსტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში კითხვა-პასუხის დროს.

10 აპრილს, 01:00-დან 02:00 საათამდე, სომხეთის ტერიტორიაზე იპოვეს და დააკავეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე. მისი თქმით, მასთან ერთად კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე იყო, რომლის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

ნახეთ მეტი
Back to top button