პოლიტიკა

დემარკირებული საზღვრის არარსებობის პირობებში ევროკავშირმა მოუწოდა პატივი სცენ 1991 წლის საზღვარს

როგორც იუწყება ARMENPRESS-ი, ევროკავშირმა სიუნიქის რაიონის სოფელ ტეღში სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შესახებ განცხადება გაავრცელა და თავდასხმა შეტაკებად შეაფასა.

„ევროკავშირი სინანულს გამოხატავს შეიარაღებული შეტაკებების გამო, რის შედეგადაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ტეღის მონაკვეთზე სომეხი და აზერბაიჯანელი სამხედროები დაიღუპნენ და დაშავდნენ. ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ დემარკირებული საზღვრის არარსებობის შემთხვევაში, 1991 წლის ხაზი უნდა იყოს დაცული, თითოეულმა მხარემ ძალები უნდა გაიყვანოს ამ ხაზიდან უსაფრთხო დისტანციაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ინციდენტების განმეორება“, – აღნიშნა ევროკავშირის საგარეო საკითხებში და უსაფრთხოების  პოლიტიკის საკითხებით სპიკერმა ნაბილა მასრალმა.

დიპლომატმა დასძინა, რომ მხარეებმა საზღვრის დემარკაციის შესახებ მოლაპარაკებები უნდა გაააქტიურონ.

„წინა ვალდებულებები დაცული უნდა იყოს, მათ შორის პრაღაში 2022 წლის ოქტომბერში ნაკისრი ვალდებულებები ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთ აღიარებასთან დაკავშირებით, ალმა ატას 1991 წლის დეკლარაციის საფუძველზე. ევროკავშირი ასევე მოუწოდებს საზღვრის დემარკაციის შესახებ მოლაპარაკებების გააქტიურებას და მზადაა მხარი დაუჭიროს ამ პროცესს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირმა კვლავ მოუწოდა თავშეკავებისა და დავების მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ.

„ევროკავშირი აგრძელებს ამ ძალისხმევის მხარდაჭერას, მათ შორის უმაღლეს დონეზე, ასევე სომხეთში ევროკავშირის მისიის ყოფნის გზით“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button