საზოგადოება

ევროკავშირის დამკვირვებლები აზერბაიჯანის თავდასხმის დროს ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ და სროლის შესახებ სომხეთის ხელისუფლებისგან შეიტყვეს

სომხეთში დისლოცირებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მოცემულ ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის მიერ სომეხ სამხედროებზე თავდასხმის დროს, რომლებიც საინჟინრო სამუშაოებს აწარმოებდნენ სოფელ ტეღის მიდამოებში. მათ მოცემულ ტერიტორიაზე მონიტორინგი 11 აპრილის დილას განახორციელეს, როცა თავდასხმა ჯერ არ იყო დაწყებული.

„Armepress“ -მა მიმართა ევროკავშირის პრესსამსახურს, აცნობა თუ არა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სომხეთში 11 აპრილს მომხდარი აზერბაიჯანული პროვოკაციის შესახებ და რა პასუხი აქვს ევროკავშირის ხელმძღვანელობას იმასტან დაკავშირებით, რომ აზერბაიჯანი ძირს უთხრის   რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების მცდელობებს.

ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის პრესსამსახურმა განაცხადა.

„11 აპრილის დილით სომხეთში ევროკავშირის მისიამ თავისი მანდატის ფარგლებში პერიოდული პატრულირება მოახდინა სოფლების ტეღისა  და კორნიძორის მიდამოებში. თუმცა, ინციდენტის დროს ისინი იმ ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ. გვიან საღამოს მისიას სომხეთის ხელისუფლებამ აცნობა სროლის შესახებ“.

ნახეთ მეტი
Back to top button