საზოგადოება

მედიკამენტები ხელმისაწვდომი  –  როგორც საქართველოში. ქართული გამოცდილების შესწავლა

ასევე ხდება  მეზობელი საქართველოს გამოცდილებაის სესწავლა  სომხეთში ჯანმრთელობის ყოვლისმომცველი დაზღვევის დანერგვის გზაზე. რა  ჩავარდნები და წარმატებები ჰქონდა  საქართველოს, რისი სწავლა შეიძლება სომხეთისთვის და ბოლოს, რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ სომხეთის მოქალაქეები თბილისში არ წავიდნენ სამედიცინო მომსახურების მისაღებად?

სომხეთში მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ჯანდაცვის სფეროში ქართული გამოცდილების შესწავლა, ორი ქვეყნის მსგავსების, საბჭოთა წარსულისა და დემოგრაფიული სტრუქტურის გათვალისწინებით.

სომხეთის ეროვნული ასამბლეის ჯანდაცვის საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე ნარეკ ზეინალიანი ამბობს, რომ სწავლობენ სფეროში წარმოქმნილ პრობლემებს, დადებით შედეგებს და ცდილობენ გაიგონ, რომელი მაგალითი შეიძლება იქნას სომხეთში გამოყენებული.

„საკმაოდ საინტერესო პაკეტებია, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სომხეთში დაზღვევის სისტემის უფრო ეფექტურად დანერგვის მიზნით. მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, თუ როგორ თანამშრომლობენ სახელმწიფო და კერძო სადაზღვევო კომპანიები, როგორ ხდება ზედამხედველობა“.

ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევა საქართველოში 10 წელია მოქმედებს. 2013 წლიდან ქვეყნის მთელ მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო სერვისების საბაზისო კომპლექტით უფასოდ.

საყოველთაო ჯანდაცვის გეგმა მოიცავს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უფასო გაწევას, რუტინული ამბულატორიული დახმარების რამდენიმე ძირითად სახეს და მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს მომსახურების მიმწოდებელი. და ამ რეფორმების შედეგად საქართველოში მედიკამენტებზე ფასები შემცირდა, ზოგიერთი სამედიცინო სერვისი უფრო ხელმისაწვდომი გახდა, რის გამოც სომხეთის ბევრი მოქალაქე ჩადის თბილისში სამკურნალოდ. თუმცა ზეინალიანი აღნიშნავს, რომ დღეს ამ მიზნით საქართველოში ნაკადი თითქმის არ არის. სერვისების უმეტესობა უკვე ხელმისაწვდომია სომხეთში, ფასები დაახლოებით ექვივალენტურია.

„საუბარია სახელმწიფო სკანირებაზე, რომელიც დღეს უკვე არის სომხეთში, ასევე იყო ნაკადი კარდიოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა ისიც შეჩერებულია განხორციელებული რეფორმების შედეგად. ძირითადად, თუ ჯერ კიდევ არის შემთხვევები, ისინი თითო- ოროლაა.

საქართველოსგან განსხვავებით, სომხეთში წამლები შემოდის დამატებული ღირებულების გადასახადით, ზეინალიანის თქმით, ეს არის ფასების სხვაობის მთავარი მიზეზი და ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგმება.

„ჩვენ ვაწარმოებთ დისკუსიებს იმ მიმართულებით, რომ მედიკამენტებზე, განსაკუთრებით, სიცოცხლის გადამრჩენ მედიკამენტების, სულ მცირე, დღგ  იქნას მოხსნილი. რის შედეგადაც მედიკამენტებზე ფასები საკმაოდ დაიკლებს.

ნახეთ მეტი
Back to top button