მთავარიპოლიტიკა

სომხეთისთვის მისაღებია ევროკავშირის წინადადება შეიარაღებული ძალების აზერბაიჯანთან 1991 წელს არსებული საზღვრიდან უსაფრთხო მანძილზე გაყვანის შესახებ

ირანი მიესალმება ევროკავშირის განცხადებას აზერბაიჯანთან 1991 წლის საზღვრის პატივისცემის შესახებ და მზად არის გადავიდეს შეიარაღებული ძალების ამ საზღვრიდან უსაფრთხო მანძილზე გაყვანის გადაწყვეტაზე, როგორც ამას ევროკავშირი გვთავაზობს. ამის შესახებ “Armenpress”-ის  ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომის შესავალ სიტყვაში განაცხადა.

„სასაზღვრო სიტუაციის პოლიტიკური შეფასების კუთხით, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიერ წინა დღეს გავრცელებული გზავნილი, სადაც ხაზგასმულია 1991 წლის სასაზღვრო ხაზი. საუბარია სომხეთის სსრ-სა და აზერბაიჯანის სსრ-ს ადმინისტრაციულ საზღვარზე, რომელიც 1991 წლის 21 დეკემბერს ალმათის დეკლარაციამ გახდა სახელმწიფო საზღვრად. ეს სასაზღვრო ხაზი უნდა იყოს დაცული, ეს დაფიქსირებულია ევროკავშირის განცხადებაში. იგი ხაზს უსვამს ორივე მხარის შეიარაღებული ძალების გაყვანას ამ საზღვრიდან უსაფრთხო მანძილზე, როგორც სიტუაციის სტაბილურობის საიმედო გარანტიას. სომხეთი მზადაა მიიღოს ასეთი ღონისძიება 1991 წლის სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ხაზზე. ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას ამ კუთხით 2021 წლიდან. ასეთი ქმედებები გამომდინარეობს პრაღის ოთხმხრივი და სოჭის სამმხრივი შეთანხმებების ლოგიკიდან“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერის თქმით, მსგავს გადაწყვეტას აზერბაიჯანის დესტრუქციული მიდგომა აფერხებს. აზერბაიჯანი სისტემატურად ავლენს თავის პრაქტიკას საერთაშორისო პლატფორმებზე მიღწეული შეთანხმებების შეუსრულებლობის შესახებ. „იგივეა ტყვეების გათავისუფლების შემთხვევაში, იგივეა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება და ძალის გამოუყენებლობა ან ძალის მუქარის შემთხვევაში, რაზეც სოჭში მიღწეული იქნა წერილობითი შეთანხმება, იგივეა საქმე ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button