პოლიტიკა

ძალის გამოყენება მიუღებელია։  აშშ-ის სახელმწიფოს რეაქცია აზერბაიჯანის აგრესიაზე სოფელ ტეღთან

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სოფელ ტეღთან აზერბაიჯანის მიერ სომეხ სამხედროებზე თავდასხმაზე საუბრობს.

„Armenpress“-ის  ცნობით, „ამერიკის ხმის“ სომხური სამსახურის შეკითხვის  საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ძალის გამოყენება დავების გადასაჭრელად მიუღებლად შეაფასა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არღვევს მოლაპარაკების პროცესს.

„ვწუხვართ 11 აპრილს სომხური და აზერბაიჯანული ძალების მონაწილეობით მომხდარი შეტაკების გამო , რასაც რამდენიმე მსხვერპლი მოჰყვა. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს. კონფლიქტს არ შეიძლება ჰქონდეს სამხედრო გადაწყვეტა და ძალის გამოყენება დავების მოსაგვარებლად მიუღებელია. მდგრადი მშვიდობის ერთადერთი გზა არის მოლაპარაკებების მაგიდასთან და ძალის გამოყენება არღვევს მოლაპარაკებების პროცესს“, – ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button