მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი ღიად უგულველყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს აგრძელებს სამხედრო რიტორიკას  –  მირზოიანი

უკვე მეოთხე თვეა, რაც აზერბაიჯანი უკანონოდ ბლოკავს ლაჩინის დერეფანს, იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს 22 თებერვლის კანონიერად სავალდებულო გადაწყვეტილებას და საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო არაფრად დაგიდევთ. ამის შესახებ,  „Armenpress“-ის  ცნობით, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუიარ ოსმანისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა.

„ლაჩინის დერეფნის ბლოკირებით, დაშინებით, ისევე როგორც სხვა ქმედებებით, რომლებიც აიძულებენ მთიანი ყარაბაღის სომხებს დატოვონ თავიანთი სახლები, აზერბაიჯანი ცდილობს განახორციელოს სისტემატური ეთნიკური წმენდის პოლიტიკა მთიან ყარაბაღში. განსაკუთრებით მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ დააფიქსირა სომეხთა უფლებებისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხის არსებობა „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის ფარგლებში, აღნიშნა მირზოიანმა.

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების შეუფერხებელი დაშვებას მთიან ყარაბაღში, საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნას  მთიან ყარაბაღსა და ლაჩინის დერეფანში  შეიძლება დიდი როლი ითამაშოს  მოსალოდნელი აგრესიის თავიდან აცილების, ადამიანთა ტანჯვის დასრულებისა და რეგიონში სტაბილურობის დამყარების საქმეში.

არარატ მირზოიანმა ბუიარ ოსმანის ყურადღება გაამახვილა  აზერბაიჯანის მიერ  2020 წლის  9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების სხვა დებულებების დარღვევაზეც.

„აზერბაიჯანი უარს ამბობს ყველა სომეხი სამხედრო ტყვესა და მძევლად აყვანილი  მშვიდობიანი მოქალაქეების დაბრუნებაზე, მათ წინააღმდეგ ყალბი სასამართლო პროცესების გამართვით“, – ხაზგასმით აღნიშნა სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

მინისტრის თქმით, აზერბაიჯანი ღიად უგულველყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს აგრძელებს სამხედრო რიტორიკას, მუქარას   და სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას.

13 აპრილს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი შეხვდა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს ბუიარ ოსმანის, რომელიც სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფება.

ნახეთ მეტი
Back to top button