პოლიტიკა

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ ბაქოში ლაჩინის დერეფნის საკითხი დააყენა

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუჯარ ოსმანიმ 12 აპრილს ბაქოში ვიზიტისას ლაჩინის დერეფნის საკითხი დააყენა.

ამის შესახებ “Armenpress”- ისცნობით, ბუიარ ოსმანიმ ერევანში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ იანვარში ეუთოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი პირველი ქმედება იყო სატელეფონო საუბარი სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრთან არარატ მირზოიანთან ლაჩინის დერეფანთან დაკავშირებით. შემდეგ ვენაში მოეწყო ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა, ასევე მიწვეული იყო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მირზოიანი, რათა წარმოედგინა სომხური მხარის თვალსაზრისი ლაჩინის დერეფანთან დაკავშირებით.

„ეს საკითხი, მთელი რიგი ჰუმანიტარული საკითხები გუშინ ბაქოში დავაყენე. და დღეს აქაც დავაყენებ იმ კითხვებს, რომ გავიგო არის თუ არა ამ ორ ქვეყანას შორის ხიდების აშენების შესაძლებლობა. ეს არის ჩვენი მიზანი, ეუთო-ს მიზანი,  რომ უზრუნველვყოთ მუდმივი მშვიდობა,  როგორც ქვეყნებს შორის მუდმივი დიალოგის პლატფორმა“, – განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ჩართულები იყვნენ და იქნებიან. მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციამ ყურადღება გაამახვილოს ადგილზე მყოფი ადამიანების საჭიროებებზე, განსაკუთრებით ჰუმანიტარულ საკითხებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button