მთავარიპოლიტიკა

სომხეთი კეთილსინდისიერად აგრძელებს მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის – სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

სომხეთი თანმიმდევრულია 2020 წლის  9 ნოემბრის დეკლარაციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და რეგიონში ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი სტაბილურობის დამყარების ძალისხმევასთან დაკავშირებით. ამის შესახებ „Armenpress“-ის  ცნობით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბუიარ ოსმანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ამ მიზნით, სომხეთი კეთილსინდისიერად აგრძელებს მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზაციის მიმართულებით, მათ შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის შესახებ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხების განხილვა საერთაშორისო გარანტირებული დიალოგის მექანიზმების ფარგლებში, რა თქმა უნდა, მთავარია საბოლოო მოგვარებისთვის, განაცხადა მან.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეუთომ, როგორც ორგანიზაციამ, რომელიც 1990-იანი წლებიდან მოყოლებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტითაა  დაკავებული,  უნდა გააძლიეროს ჩართულობა, მათ შორის შესძლოს ძალის გამოყენების ნებისმიერი გამოვლინების პრევენცია.

„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეუთოს თავმჯდომარეობის როლს, ასევე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისთვის შექმნილი სტრუქტურების ჩართულობას მათი მანდატის შესაბამისად“, – განაცხადა მრზოიანმა.

პრესკონფერენციაზე გამოსვლის დასასრულს, სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა დეტალურად განმარტა, რომ ბუიარ ოსმანთან პირად საუბრისას მათმა  ასევე გაცვალეს აზრები სომხეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ორმხრივ დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„სომხეთი აფასებს თავის ურთიერთობებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან და მზად არის კიდევ უფრო შეუწყოს ხელი ჩვენს ორმხრივ დღის წესრიგს და ორმხრივ მომგებიან თანამშრომლობას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შეგვიძლია განვავითაროთ თანამშრომლობა ორმხრივ საინტერესო ყველა სფეროში“, – დაასკვნა არარატ მირზოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button