ეკონომიკამთავარიპოლიტიკა

არცახი 127 დღეა ალყაშია. ეკონომიკას დაახლოებით 230 მილიონი დოლარის ზარალი მიადგა

არცახი 127 დღეა ალყაშია. საინფორმაციო შტაბმა განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა.

როგორც News.am იტყობინება, კრიზისი ღრმავდება ყველა მიმართულებით, ჯანდაცვიდან სოფლის მეურნეობამდე, ტრანსპორტიდან ენერგეტიკამდე.

პაციენტების ტრანსპორტირება შესაძლებელია მხოლოდ წითელი ჯვრის მანქანებით, იზრდება ბიზნესის დახურვის რიცხვი, უმუშევართა რაოდენობა კი ახალ რეკორდებს ადგენს.

860-მა ბიზნეს სუბიექტმა შეაჩერა საქმიანობა, დანარჩენი კი სახელმწიფო მხარდაჭერით ან ნაწილობრივ ფუნქციონირებს.

ბლოკადის დროს, დაახლოებით 230 მილიონი აშშ დოლარის ზარალი მიადგა არცახის ეკონომიკას, რის შედეგადაც მშპ-ს დაახლოებით 26 პროცენტი ვერ იქნა უზრუნველყოფილი.

ნახეთ მეტი
Back to top button