პოლიტიკა

მე ამას არ დავარქმევდი ვექტორულ ცვლილებას, დავარქმევდი უსაფრთხოების გარკვეული გარანტიების ძიებას – უსაფრთხოების  საბჭოს მდივანი

2018 წლის რევოლუციის შემდეგ სომხეთმა განაცხადა, რომ არანაირ ცვლილებას არ აპირებს თავის საგარეო პოლიტიკაში. ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა „სვილნეტთან“ ინტერვიუში აღნიშნა.

„2021 წლის დეკემბრამდე, როგორც თანამდებობის პირი, არ ვყოფილვარ არცერთ დედაქალაქში, არც ერთ კოლეგას არ შევხვედრივარ უს-ის მდივნის რანგში. ეს იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკისა და პოზიციების მაჩვენებელი. ნამყოფი ვარ მოსკოვში, ასტანაში, ბიშკეკში.

2020 წლის ომის შემდეგ სომხეთის უსაფრთხოების გარემო ძალიან დაუცველ პირობებში გამოჩნდა, მაგრამ მაშინაც ვესაუბრეთ მოსკოვს და მივაღწიეთ შეთანხმებებს, რომ, მაგალითად, სომხეთის საზღვარი არის წითელი ხაზი, სომხეთი მზად არის მჭიდრო თანამშრომლობისთვის და ა.შ. ამის შემდეგ, 2021 წელს სომხეთზე ორი თავდასხმა ხდება, მაისსა და ნოემბერში და ჩვენგვექმნება პრობლემა, ვიფიქროთ ჩვენს უსაფრთხო გარემოზე. მე არა მხოლოდ დასავლეთის დედაქალაქებში, არამედ ვიყავი ირანში, ინდოეთშ. ვცდილობდით გადაგვეჭრა უსაფრთხოების პრობლემები.

დახმარებისთვის მივმართეთ კუხო-ს  მაისში, ნოემბერში და ა.შ. და როცა ვერ  მივიღეთ, ვცდილობდით ალტერნატივის ძიებას. და როცა რაღაც საგარეო პოლიტიკის შეცვლას გვაბრალებენ.  მე მათ პირველი წარვუდგენ  ბრალდებას და ვეტყვი: დაფიქრდით, ჩვენ ვართ პირველი, ვინც დახმარებას გთხოვთ, და როცა დავინახეთ, რომ არაფერი იცვლება წავედით უსაფრთხოების გარანტიების მოსაძებნად“, – განაცხადა არმენ გრიგორიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ იმ დროს უკრაინაში ომი არ ყოფილა. „ახლა ბევრი მსჯელობს იმაზე, რომ ეს ყველაფერი ალბათ უკრაინის ომის გამო ხდება. არა, ეს ყველაფერი ჩვენი პრაქტიკის გამო ხდება.

მე ამას არ დავარქმევდი ვექტორულ ცვლილებას, დავარქმევდი უსაფრთხოების გარკვეული გარანტიების ძიებას. ჩვენ ამ გარანტიებს და შესაძლებლობებს ვეძებთ დელიშიც“, – განაცხადა არმენ გრიგორიანმა.

რაც შეეხება რუსული მხარის არგუმენტებს, რომ თქვენ არ გამოაცხადეთ სამხედრო მობილიზაცია, არ გამოაცხადეთ საომარი მდგომარეობა და გვეუბნებით, მოდი და დავეხმაროთო, განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა. „თუ დახმარება უნდათ, ათას მიზეზს იპოვიან დასახმარებლად, როცა დახმარება არ უნდათ, ათას მიზეზს პოულობენ, რომ არ დაეხმარონ. საომარი მდგომარეობის შესახებ კანონი რომ მიგვეღო, იტყვიან: საზღვრის დემარკაცია რა მომხდარა და რა დავიცვათ არ ვიცითო, რომ გვქონდეს, იტყოდნენ: აზერბაიჯანთან და თურქეთთან ომში გინდათ ჩაგვითრიოთო? რაც არ უნდა მოვიმოქმედოთ ჩვენ, მათ მიზეზები არ ელევათ“.

არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მოელის, რომ კუხო შეაფასებს შექმნილ ვითარებას და აღიარებს საზღვარს, რომელიც მათ უნდა დაიცვან. „სხვათა შორის, არა ის, რომ სადამკვირვებლო მისია უნდა გაგზავნონ, მაგრამ… ბოლოს და ბოლოს, სამხედრო ალიანსია, სამხედრო ალიანსი როგორ აგზავნის დამკვირვებელს?

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა სომხეთ-ნატოს ურთიერთობების ახალ დონეზე აწევა, უშიშროების საბჭოს მდივანმა უპასუხა: „შემიძლია ვისაუბრო აშშ-სთან ურთიერთობაზე, ის ინტენსიურად ვითარდება. ჩვენ ვცდილობთ გვქონდეს ურთიერთობა აშშ-სთან ეკონომიკის უფრო ფართო კონტექსტში. შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გვქონდეს განვითარებული ტექნოლოგიები. ცოტა ხნის წინ ორი მაღალი დონის ვიზიტი გვქონდა ეკონომიკური მიმართულებით. სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, ისინი ჯერ არ არიან იმ ეტაპზე, რომ განვიხილოთ.  ასეთ თანამშრომლობას დრო სჭირდება“.

იმ კითხვაზე უნდა დატოვოთ თუ არა კუხო, გიპასუხებთ: „არა, კუხო-დან გასვლის საკითხი არ დგას, რადგანაც ჩვენ შეზღუდული არ ვართ სხვა ქვეყნებთან თანამშომლობის საკითხში“.

ნახეთ მეტი
Back to top button