პოლიტიკა

უსაფრთხოების მრავალი საკითხი მთიან ყარაბაღში არ არის გადაწყვეტილი, მათ მოსაგვარებლად საერთაშორისო ყოფნაა საჭირო   – უსაფრთხოების საბჭოს მდივანი

ჩვენ ვთქვით, რომ ლაჩინის დერეფნის საკითხზე მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ და ახლაც იგივე პოზიცია გვაქვს. ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა „სვილნეტთან“ ინტერვიუში აღნიშნა.

„ამ საკითხში ყველაფერი პირობითია, საჭიროა მხოლოდ აზერბაიჯანმა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და რუსეთმა უნდა გაიყვანოს აზერბაიჯანელები ლაჩინის დერეფნიდან, რადგან 9 ნოემბრის განცხადებით, ლაჩინის დერეფანი რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტროლის ქვეშ უნდა იყოს “, – განაცხადა მან.

არმენ გრიგორიანმა ისაუბრა რა არცხის უსაფრთხოების თემაზე აღნიშნა:

 „მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოება შეიძლება იყოს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გაყვანა მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზიდან გარკვეულ მანძილზე. უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები შეიძლება იყოს საერთაშორისო ყოფნა მთიან ყარაბაღში და ლაჩინის დერეფანში. სტეფანაკერტ-ბაქოს მოლაპარაკების ფორმატი თავისი ბუნებით შეიძლება იყოს უსაფრთხოების გარანტია, თუკი იქნება საერთაშორისო ყოფნა და ამ მოლაპარაკებებში მიღწეული შეთანხმებები გარანტიებს შექმნის“.

კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია საერთაშორისო ყოფნა მთიან ყარაბაღში, თუ რუსი სამშვიდობოები უკვე დგანან იქ, არმენ გრიგორიანმა უპასუხა: „საერთაშორისო ყოფნა უფრო გლობალურია, ვიდრე მხოლოდ დასავლეთის ყოფნა. საერთაშორისო ყოფნას შეუძლია იმის გარანტია, რომ უსაფრთხოების გარანტიები, რომლების იმედიც გვქონდა არცახში, ჯერ არ არის შექმნილი, რათა დაიწყოს მუშაობა. ჩვენ ვიცით, რომ მთიან ყარაბაღში უსაფრთხოების მრავალი საკითხი არ წყდება და მათ გადასაჭრელად საერთაშორისო ყოფნის საჭიროება ჩნდება.  არსებობს საერთაშორისო ყოფნის სხვადასხვა ფორმა, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სამოქალაქო. აქ მთავარია უსაფრთხოების გარანტიები, რომელთა მიღებაც გვინდა.

თუ დერეფანი ამჟამად დაკეტილია და იქ ჰუმანიტარული კრიზისი ვითარდება, არ უნდა მოვახდინოთ ამაზე რეაგირება? თავიდანვე ვცდილობდით არსებული მექანიზმებით გადაგვეჭრა, ვესაუბრეთ რუსეთის ფედერაციას. ჩვენ ვნახეთ, რომ არავითარი გადაწყვეტილებები არ არსებობს, იმედი გვაქვს, რომ იქნება. მაგრამ ჩვენ ასევე ვმუშაობთ სხვა მიმართულებით, რათა შევძლოთ  უსაფრთხოების გარანტიის მიღება  საერთაშორისო ყოფნით“.

ნახეთ მეტი
Back to top button