პოლიტიკა

აზერბაიჯანელი დივერსანტები ბაირამოვის თქმით   “ომის ტყვეებად” იქცნენ

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, წინა დღეს, ბაქოში ეუთოს მინსკის ჯგუფის ამერიკელ თანათავმჯდომარესთან ლუ ბონოსთან შეხვედრისას, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა „სომხეთის მიერ დატყვევებული აზერბაიჯანელი სამხედროების სასწრაფოდ გათავისუფლებისკენ მოუწოდა“.

ჯერ ერთი, სომხეთს  არავინ არ დაუტყვევებია, აზერბაიჯანელმა დივერსანტებმა ღრმად შეაღწიეს სომხეთის ტერიტორიაზე, რამდენიმე დღე დასჭირდა ერთ-ერთის აღმოჩენას და დაკავებას, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან მოკლა  სომეხი მშვიდობიანი მოქალაქე, გადაიღო პირდაპირი  ეთერი, სადაც ის მკვლელობის შესახებ საუბრობს.

მეორეც, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს უნდა ახსოვდეს, რომ ბაქოს, სომხეთისგან განსხვავებით, მართლაც მძევლები ჰყავთ და არა მარტო სომეხი სამხედროები, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებიც, რომლებიც არათუ  უნდა დაებრუნებინათ, არამედ დაკავების უფლებაც კი არ ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში ჯერ კიდევ 113 სომეხი მძევალია, რომელთაგან აზერბაიჯანი მხოლოდ 33-ის დატყვევებას აღიარებს.

ნახეთ მეტი
Back to top button