სომხეთში პირველად ვარ და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებამ, განუცხადა „საზოგადოებრივ რადიოს“ ფინეთის ქალთა ნაკრების მწვრთნელმა კატარინა ვარისმა.
“ეს ალბათ საუკეთესო ჩემპიონატია, რომელშიც მონაწილეობა მიმიღია. ყველაფერი გაკეთდა კარგი ვარჯიშისთვის და გუნდების კარგი მონაწილეობისთვის, ტრანსპორტირების საკითხებიდან დაწყებული საკვებით დამთავრებული. მართლაც ფანტასტიკური შთაბეჭდილებები მაქვს”, – განაცხადა მწვრთნელმა.
მისი თქმით, ასევე შთამბეჭდავია სომხების სიყვარული ძალოსნობის მიმართ. აქ ყველამ იცის ეს სპორტი და უყვარს, – განაცხადა კატარინა ვარისმა და აღნიშნა, რომ ჩემპიონატის მონაწილეებიც გრძნობენ ამ სიყვარულს.