მთავარიპოლიტიკა

მთავრობამ აზერბაიჯანთან მოლაპარაკების დეტალები წარმოადგინა

სომხეთის მთავრობამ აზერბაიჯანთან სხვადასხვა მიმართულებით მოლაპარაკებების დეტალები წარმოადგინა.

„არმენპრესის“ ცნობით, როგორც სომხეთის  მთავრობის 2022 წლის გეგმის განხორციელების ანგარიშშია აღნიშნული, სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკების პროცესი შემდეგი ძირითადი მიმართულებებით მიმდინარეობდა: სომხეთ-აზერბაიჯანს შორის  მშვიდობისა და ურთიერთობების დამყარების შეთანხმება, მთიანი ყარაბაღის საკითხის დარეგულირება. ყარაბაღის პრობლემა, რეგიონში სატრანსპორტო და ეკონომიკური კომუნიკაციების განბლოკვა, დემარკაცია და უსაფრთხოება, ჰუმანიტარული საკითხები.

ამ საკითხების განსახილველად გაიმართა 3 სამმხრივი შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის მონაწილეობით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით (2022 წლის 6 აპრილს, 22 მაისს და 31 აგვისტოს ბრიუსელში). ევროსაბჭოს პრეზიდენტისა და საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობით 2 ოთხმხრივი შეხვედრა  (ერთი გაიმართა დისტანციურად, მეორე პრაღაში 2022 წლის 6 ოქტომბერს) და 1 სამმხრივი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტის შუამავლობით (2022 წლის 31 ოქტომბერი, სოჭში). 2023 წლის 18 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის შუამავლობით მიუნხენში (შემდგომში: აშშ) გაიმართა კიდევ 1 სამმხრივი შეხვედრა. სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში ჰიკმეტ ჰაჯიევი 4-ჯერ შეხვდნენ აშშ-ისა და ევროკავშირის შუამავლობით.  სომხეთისა და აზერბაიჯანის  გენერალურ პროკურორები ორჯერ შეხვდნენ რუსეთის ფედერაციის შუამავლობით, სომხეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის ფედერაციის, აშშ-ის და სხვა პარტნიორების შუამავლობით შეხვდნენ 6-ჯერ:

ადგილი ჰქონდა  მშვიდობისა და ურთიერთობების დამყარების ხელშეკრულებაზე მუშაობის სამ  ეტაპს, რომლის დროსაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა გაცვალეს დაკვირვებები და რეკომენდაციები. სომხეთმა  თავისი შენიშვნები და რეკომენდაციები აზერბაიჯანულ მხარეს 2023 წლის 14 თებერვალს გადასცა. სომხეთისთვის  მისაღებია მიდგომა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმების ხელმოწერა შეიძლება გამოიყოს მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარების პროცესისგან, იმ ლოგიკით, რომ ჩამოყალიბდება დისკუსიების საერთაშორისო მექანიზმი სტეფანაკერტსა და ბაქოს შორის. სომხეთისთვის  აუცილებელია ჩამოაყალიბოს გარანტირებული მექანიზმები მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოებისა და უფლებების მოსაგვარებლად, რომელსაც ექნება საერთაშორისო ხილვადობა და ჩართულობა.

„სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების კონტექსტში, სომხეთის რესპუბლიკის 29800 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის უსაფრთხოების გარანტიების ფორმირება, დავების მოგვარების პრაქტიკული მექანიზმის ფორმირება და შეთანხმების ტექსტის შესაძლო ინტერპრეტაციის და დავების მოგვარების პრაქტიკული მექანიზმის  ფორმირება“,  – ნათქვამია ანგარიშში.

აღნიშნულია, რომ 2022 წელს, ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანის ხელმძღვანელობით შეიქმნა სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის საზღვრის დემარკაციისა და საზღვრის უსაფრთხოების კომისია, რის შემდეგაც, წლის განმავლობაში, შედგა სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის სახელმწიფო კომისიის სამი ერთობლივი შეხვედრა. 2023 წლის 17 თებერვალს სომხეთმა აზერბაიჯანს დიპლომატიური არხებით გადასცა რეგულარული სამუშაო პროცედურა სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციისა და საზღვრის უსაფრთხოების კომიტეტის შეხვედრებისა და ერთობლივი სამუშაო შეხვედრების ორგანიზებისა და ჩატარების მიზნით. 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში და 2022 წლის 31 ოქტომბერს სოჭში მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე, სომხეთმა და აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი გაეროს წესდების და 1991 წლის ალმა ატას დეკლარაციის დებულებების შესაბამისად.

2022 წლის განმავლობაში გაიმართა რეგიონული ეკონომიკური და სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის სამმხრივი სამუშაო ჯგუფის ორი სხდომა სრ, რუსეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერების თანათავმჯდომარეობით (შექმნის დღიდან ჩატარდა 11 სესია). განბლოკვის თემა რეგულარულად განიხილებოდა სხვა ფორმატებშიც. სრ დაინტერესებულია რეგიონის ეკონომიკური და სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვით და მზადაა განახორციელოს იგი სრ კანონმდებლობის შესაბამისად „სომხური გზაჯვარედინის“ პროექტის ფარგლებში. ტვირთის, საქონლისა და მოქალაქეების გადაადგილების ახალი შესაძლებლობები აშკარად გაზრდის „სომხური გზაჯვარედინის“ მიმზიდველობას საერთაშორისო და რეგიონული სამგზავრო და ტვირთის გადაზიდვისთვის, მნიშვნელოვნად ხაზს უსვამს სომხეთის არარეალიზებულ ლოგისტიკურ როლს რეგიონში, რაც თავის მხრივ დამატებით უსაფრთხოებისა  და სტაბილურობის გარანტიაა.

სომხეთის  პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენის პროექტის სამუშაოების ეფექტიანად განხორციელების მიზნით 2022 წლის 14 იანვარს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და მასში ჩართული იყვნენ მაღალი დონის საერთაშორისო ექსპერტებიც.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში რიგ ჰუმანიტარულ საკითხებზე შეთანხმებების მიღწევა არ მოხერხდა. 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-8 პუნქტის საპირისპიროდ, აზერბაიჯანი აგრძელებს 33 ტყვე სომეხი მოქალაქის  დაყოვნებას.  სომხეთი დატყვევებული მოქალაქეების და მათი დაბრუნების პრობლემას ყველა საერთაშორისო სასამართლოში, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოში ასაჩივრებს.  2022 წლის განმავლობაში შესაძლებელი გახდა 31 ტყვე სომეხი მოქალაქის დაბრუნება. აქტუალური რჩება  უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხიც. სომხეთის მხრიდან უცნობია 975 მოქალაქის ყოფნის ადგილი, მათგან 777 ყარაბაღის პირველი ომის შედეგად, 196  44-დღიანი ომის შედეგად, 2 კი სექტემბრის აგრესიის შედეგად. საერთაშორისო სასამართლო და დიპლომატიურ ინსტანციებში სრ თანმიმდევრულად აყენებს იძულებითი გაუჩინარების, ასევე პატიმართა წამების, დაღუპული ჯარისკაცების გვამების წაბილწვისა და შეურაცხყოფის საკითხებს.

2022 წელს სომხეთმა აზერბაიჯანს დაუბრუნა სავარაუდო დაკარგული აზერბაიჯანელების 35 ნეშტი და გვამების შესაძლო ადგილმდებარეობის სამი რუკა. 2022 წლის განმავლობაში სომხეთმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აზერბაიჯანის წინააღმდეგ 4 საჩივარი შეიტანა.

2022 წელს სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის გამოყენებასთან დაკავშირებით. საჩივარი ეხება რასობრივი დისკრიმინაციის ყველა გამოვლინებას: სიძულვილის და სომეხთა წინააღმდეგ პროპაგანდას, მათ შორის თანამდებობის პირების მიერ,  სომხური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვას, ისტორიის გაყალბებას, სომეხთა სიძულვილის თესვას საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ეთნიკური წმენდას, წამების შემთხვევებს და ეთნიკური სიძულვილის საფუძველზე არასათანადო მოპყრობას, ეთნიკური სიძულვილის საფუძველზე მკვლელობებს, თავის მოკვეთას და მრავალ სხვა დარღვევს, რომლის მოტივი ეთნიკური სომხების მიმართ სიძულვილია. თავდაპირველი სარჩელი შეტანილია 2021 წლის 16 სექტემბერს, სრული სარჩელი შეტანილია 2023 წლის 23 იანვარს. სასამართლო ინსტანციებში ყველა სახელმწიფოთაშორისი საჩივრით სომხეთმა აღძრა და კვლავაც აღძრავს სარჩელს ქონებრივი ზარალის ანაზღაურების შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button