მთავარიპოლიტიკა

მშვიდობა შესაძლებელია,  თუ 29 ათას 800 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას სომხეთად ვაღიარებთ:   ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მშვიდობა შესაძლებელია, თუ სომხეთი თავის საერთაშორისო ურთიერთობებში მკაფიოდ დააფიქსირებს, რომ სომხეთის რესპუბლიკად  აღიარებულია  29 ათას 800 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია, უფრო კონკრეტულად, ის  ტერიტორია, რომელზედაც არსებობდა სომხეთის სსრ.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ეროვნულ ასამბლეაში „სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის გეგმის (2021-2026) განხორციელების პროგრესისა და შედეგების შესახებ“ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„მშვიდობა შესაძლებელია, თუ ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირებთ ყველა ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებში, არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ მომავლისთვის  29 ათას 800 კვადრატულ კილომეტრი ტერიტორიის სომხეთად აღიარება,  უფრო კონკრეტულად, სომხეთის სსრ-ის ტერიტორიად, რომლითაც  1991 წელს მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა. ჩვენ არა მხოლოდ არ გვაქვს ტერიტორიული მოთხოვნები სხვა ქვეყნებისგან, არამედ არც არასდროს გვექნება“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, თუ ჩვენ არ დავარეგისტრირებთ ამ იდეას, თუ არ ვაქცევთ მას საზოგადოების სოციალურ-ფსიქოლოგიად, არავინ დაუშვებს სომხეთის განვითარებას, რადგან ვერავინ შეეგუება იმ აზრს, რომ სომხეთი ვითარდება და ძლიერდება.

„უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში, არა მხოლოდ ჩვენი განვითარების დაუშვებლობა იქნება სხვისი დღის წესრიგის პრობლემა, არამედ ჩვენი სახელმწიფოს არსებობის დაშვება მაინც გახდება სხვისი დღის წესრიგის პრობლემა და ამ სიტუაციაში ვერავინ  დაგვეხმარება“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობის განვითარების დღის წესრიგის სტრატეგიული მიზანი უნდა იყოს ჰარმონიული და მშვიდობიანი ცხოვრება რეგიონულ გარემოსთან, ქვეყნის უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ეს შესაძლებელია, თუ სხვები აიღებენ იგივე სტრატეგიას, მაგრამ სომხეთს შეუძლია პირველმა გააკეთოს ეს.  პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს სომხეთის ისტორიის დავიწყებას, არამედ ნიშნავს ისტორიის აღქმის, სოციალურ-ფსიქოლოგიური აღქმის პერსპექტივის შეცვლას.

ნახეთ მეტი
Back to top button