პოლიტიკა

საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება მერკელმა დაბლოკა

გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი 2008 წელს. ალიანსის სამიტზე უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი იყო და დაარწმუნა სხვა მოკავშირეები. RADAR ARMENIA-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ესპანურ გაზეთ La Razon -თან საუბარში განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა.

“დასავლეთი დიდი ხანია ცხოვრობს დოგმაში, რომ არ მოხდეს რუსეთის პროვოცირება”, – აღნიშნა რეზნიკოვმა. მისი თქმით, 2008 წელს ბუქარესტში, ნატოს სამიტზე, უკრაინისა და საქართველოს სამხედრო ალიანსში მიღება რეალური იყო. „ამერიკელები იყვნენ მომხრეები, ისევე როგორც ევროპელების უმეტესობა. ამის წინააღმდეგ სწორედ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ისაუბრა და დანარჩენები დაარწმუნა“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

ნახეთ მეტი
Back to top button