მთავარისპორტი

ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი ერევნის ჩემპიონატით აღფრთოვანებულია

ძალოსნობის ევროპის ფედერაციის გენერალური მდივანი  მილან მიხალოვიჩი ერევანში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებით მეტად მოხიბლულია.

„ევროპის ფედერაცია მოხარულია,  რომ შეჯიბრებები სომხეთში ტარდება. სომხური სპორტი, განსაკუთრებით ძალოსნობა, ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოში. მოხარული ვართ, რომ 2023 წლის ევროპის ჩემპიონატს ერევანმა უმასპინძლა. ორგანიზება შთამბეჭდავია, სავსებით აშკარაა, რომ ამ მიმართულებითდიდი  მუშაობა ჩატარდა“, – აღნიშნა მიხალოვიჩმა „Armenpress“-თან   საუბარში.

ამ უკანასკნელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სპორტს აქვს თავისი ღირებულებები. „ჩვენ ყველანი მეგობრები ვართ აქ და მოხარული ვართ, რომ შევინარჩუნებთ ღირებულებებს ამ სფეროში. სამწუხაროდ, ხანდახან ზოგიერთს ეს არ ესმის, აფუჭებს არსებულ ატმოსფეროს და ყველა ჩვენგანს გვიქმნის სირთულეებს“, – ხაზგასმით აღნიშნა მან და სავარაუდოდ, ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე მომხდარ აზერბაიჯანის დროშის დაწვასთან დაკავშირებული ინციდენტი ჰქონდა მხედველობაში.

ნახეთ მეტი
Back to top button