ეკონომიკა

რუსეთიდან საქართველოში თხევადი გაზის იმპორტი პირველ კვარტალში 87%-ით გაიზარდა

რუსეთიდან საქართველოსთვის მიწოდებული თხევადი გაზის მოცულობა 2023 წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 87,7%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ARMENPRESS-ი იუწყება სააგენტო TASS-ზე დაყრდნობით.

„2023 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდში თხევადი გაზის იმპორტმა 11,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 5,42 ათასი ტონით, ანუ 87,7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე“, – ნათქვამია საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორებიკავშირის განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ მთელი იმპორტირებული თხევადი გაზის 99,7%, ანუ 11,56 ათასი ტონა რუსეთიდან იყო მოწოდებული.

გარდა ამისა, ორგანიზაციის ცნობით, ნავთობის ბიტუმის იმპორტი წლის პირველ სამ თვეში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 144,7%-ით გაიზარდა და 25,2 ათასი ტონა შეადგინა. ბიტუმის უმეტესი ნაწილი რუსეთიდან იყო მოწოდებული, 56,7%. მეორე ადგილზეა ერაყი (20,2%), მესამეზე თურქეთია (18,3%), შემდეგ მოდის აზერბაიჯანი (4,8%).

ნახეთ მეტი
Back to top button