ეკონომიკა

სომხეთში შემოსული  ფულის ნაკადი 3,5-ჯერ გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში სომხეთის რესპუბლიკის ბანკების მეშვეობით ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თანხები წინა წლის ანალოგიურ თვეებთან შედარებით 3,5-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ Factor.am-მა ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლებიდან შეიტყო. მიმდინარე წლის პირველი 2 თვის განმავლობაში სომხეთში ტრანსფერების მოცულობამ გასული წლის 308 მილიონ 16 ათასი დოლარის ნაცვლად 1 მილიარდ 100 მილიონ 31 ათასი დოლარი შეადგინა. გადარიცხვების 80%-ზე მეტი მიდის რუსეთზე. ამრიგად: მიმდინარე წლის პირველ 2 თვეში რუსეთიდან სომხეთში 882 მილიონ 150 ათასი დოლარი გადმოიგზავნა, გასული წლის ანალოგიური პერიოდის 123 მილიონი დოლარის ნაცვლად. ანუ დაახლოებით 7-ჯერ გაიზარდა ფიზიკური პირების გადარიცხვები რუსეთიდან სომხეთში. შემდეგი არის აშშ-ი.   იანვარ-თებერვალში აშშ-დან სომხეთში 87 მლნ დოლარის გადარიცხვა მოხდა, გასული წლის იმავე თვეების 82 მლნ დოლარის ნაცვლად. ზრდამ 2 მილიონი დოლარი ანუ 2,4% შეადგინა. გაიზარდა სომხეთიდან გადარიცხვაც.  ზრდა დაახლოებით 2,3-ჯერ იყო.  ამრიგად: იანვარ-თებერვალში სომხეთიდან საზღვარგარეთ 597 მილიონ 713 ათასი დოლარი გადაირიცხა, საიდანაც 62 მილიონ 851 ათასი დოლარი რუსეთის ფედერაციაში, 55 მილიონ 44 ათასი დოლარი აშშ-ში შევიდა. გაითვალისწინეთ, რომ რუსეთის ფედერაციასა და აშშ-ში გაგზავნილი თანხა მთლიანი გადინების მცირე ნაწილია. ცენტრალური ბანკი არ გვაწვდის მონაცემებს, თუ რომელ ქვეყნებში გადაირიცხა დარჩენილი თანხა. თუმცა, წმინდა შემოდინება სომხეთში, ანუ სომხეთში გადარიცხული და აქ დარჩენილი ფული გაიზარდა. 2023 წლის იანვარ-თებერვალში სომხეთში წმინდა შემოდინებამ 502 მლნ 318 ათასი დოლარი შეადგინა, ნაცვლად წინა წლის იმავე თვეების 96 მლნ 559 ათასი დოლარისა, ანუ სომხეთში შემოსული ფული 5,2-ჯერ გაიზარდა.

ნახეთ მეტი
Back to top button