საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჩასართავად პოლონელი ექიმებისთვის ნებართვის გაცემას დოკუმენტაციის წარდგენა და შესაბამისი პროცედურის გავლა სჭირდება

,,ინტერპრესნიუსი.გე” წერს, რომ ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჩასართავად პოლონელი ექიმებისთვის ნებართვის გაცემას დოკუმენტაციის წარდგენა და შესაბამისი პროცედურის გავლა სჭირდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უწყების მხრიდან უკვე მიეცათ მათ განმარტება, თუ რა დოკუმენტების წარდგენაა ნებართვის გასაცემად საჭირო.

„არის მხოლოდ განაცხადი შემოტანილი, სადაც ითხოვენ ქვეყანაში ექიმების გრძელვადიანად მუშაობის უფლების გაცემას. შესაბამისი უფლების გაცემას სჭირდება დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომელიც არცთუ ისე რთულია მოსაძიებლად. სამწუხაროდ, დოკუმენტაცია არ ახლდა განაცხადს თან. შესაბამისი განმარტება უკვე მიეცათ რა დოკუმენტაციაა საჭირო. იქ არის სხვადასხვა დოკუმენტაცია გამოცდილებასთან, კვალიფიკაციასთან დაკავშირებული. ისინი ითხოვენ საქართველოში მუშაობის უფლებას და ამ უფლებისა და ლიცენზიის გასაცემად პროცედურაა გასავლელი“, – განაცხადა აზარაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჩასართავად საქართველოში პოლონელი ექიმების ჯგუფს სურს ჩამოსვლა.

ნახეთ მეტი
Back to top button