მთავარისაზოგადოება

2022 წელს სომხეთმა გააფართოვა თანამშრომლობის სფერო ახალი იარაღის შესაძენად

გასულ წელს სომხეთმა გააფართოვა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სპექტრი შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის მოდერნიზაციისა და ახალი მოდელების დანერგვის მიზნით, ხელი მოეწერა 3 ათეულზე  მეტ კონტრაქტს.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში „სომხეთის რესპუბლიკის 2022 წლის პროგრამის (2021-2026) განხორციელების პროცესისა და შედეგების შესახებ“.

აღნიშნულია, რომ არმიის რეფორმების მიმართულებით ფართომასშტაბიანი სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, 2022 წელს განხორციელდა სრ შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ცვლილებები, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის დაწესდა დამატებითი ანაზღაურება, რომლის გაანგარიშებისთვის დაგეგმილია სერტიფიცირების პროცესი. სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასის გაორმაგება, დაწესდა სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან საკონტრაქტო სამსახურში გადასვლის ახალი პროცედურა, პროგრამა „სამშობლოს დამცველის“ განხორციელებით.

გარდა ამისა, სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულება დამთავრებულ და ოფიცერთა თანამდებობაზე დანიშნულ სამხედრო მოსამსახურეებს მიეცათ ბინებზე საკუთრების უფლებით სარგებლობის უფლება უსასყიდლოდ,  გაფართოვდა სასწავლო ბანაკების ჩატარების ფარგლები და გაგრძელდა სასწავლო სესიების სტრუქტურის რეფორმები, დაინერგა  „IP“ საკომუნიკაციო სისტემა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გაფართოვდა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სფერო და გაფორმდა 3 ათეულზე  მეტი კონტრაქტი შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის მოდერნიზაციისა და ახალი მოდელების შეძენის პროცესების განსახორციელებლად.

შეძენილია საჭირო სისტემები, საინჟინრო, სამშენებლო, საგანმანათლებლო და სხვა საშუალებები სომხეთის სახელმწიფო საზღვრის სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო მონაკვეთის დაცვის სათანადო ორგანიზებისთვის.

სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ავიაცია აღიჭურვა ახალი თანამედროვე მრავალფუნქციური შვეულმფრენებით, რომლებიც განკუთვნილია სადესანტო, სახანძრო, სატრანსპორტო და სანიტარიული ამოცანებისთვის, გაგრძელდა ვიდეოთვალთვალის სისტემების დამონტაჟება, მათ საერთო ქსელთან დაკავშირება და მათი მიყვანა სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ოპერატიული კონტროლის ცენტრამდე.

გაიმართააშშ-ს მხარდაჭერით გაუმჯობესებული, სომხეთის  თავდაცვის სამინისტროს სამშვიდობო ბრიგადის მთავარი სასწავლო ნაწილის სასწავლო ცენტრის „ზარის“ გახსნის ცერემონია, ამოქმედდა სამშობლოს დამცველის ეროვნულ-იდეოლოგიური აღზრდის ღონისძიებების პროგრამა,  ყველა დარეგისტრირებული სამხედრო მოსამსახურე ჩაერთო მიზნობრივი იპოთეკური სესხის პროგრამაში.

ასევე აღნიშნულია, რომ ჩატარდა პოზიციებისა და სამხედრო ნაწილების მუდმივი მდებარეობის მოწყობისა და პირადი შემადგენლობის კომუნალური საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების სამუშაოები, სხვადასხვა თემში განხორციელდა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მუდმივი ლოკაციის  მშენებლობა. შემუშავებულია ჯარში ქალების ჩართულობის გაფართოების გეგმები, რომლებიც კანონპროექტების სახით მალე განსახილველად წარედგინება სომხეთის  ეროვნულ ასამბლეას.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ არმიის რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს სხვა რეფორმებიც, ხორციელდება საინჟინრო-ტექნიკური სამუშაოები.

ნახეთ მეტი
Back to top button