მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი ძალის მუქარით ცდილობს გააძლიეროს თავისი ექსტრემისტული ამბიციები – სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე დარეგულირების  პროცესების ჩაშლის თაობაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის მცდელობებთან დაკავშირებით, სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

განცხადების ტექსტს ვაქვეყნებთ ქვემოთ:

“2023 18 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს მის განზრახვას, ტორპედირება მოახდინოს სომხური მხარისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებისკენ.

ამ განცხადებებით ილჰამ ალიევი გამოხატავს ღია ზიზღს სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომელთა თანდასწრებითა და შუამავლობით აზერბაიჯანმა აღიარა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა და აიღო მთელი რიგი მკაფიო ვალდებულებები, მათ შორის სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის საზღვრის დემარკაციის და დელიმიტაციის, მთიანი ყარაბაღის ხალხის უფლებებისა და უსაფრთხოების გარანტიების დაცვის საერთაშორისო მექანიზმის შექმნის შესახებ.

უფრო მეტიც, აზერბაიჯანის პრეზიდენტი თავისი განცხადებით ღიად აღიარებს დაგეგმილი აგრესიის და სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტს, ასევე ღიად ავლენს თავის განზრახვას, დაექვემდებაროს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა ეთნიკურ წმენდას. აზერბაიჯანის პრეზიდენტი, რომლის ხელმძღვანელობითაც ამ ქვეყანაში ხდება ადამიანის უფლებების და სხვადასხვა ჯგუფის უფლებების უხეში და სავალალო ინსტიტუციური დარღვევები, ღიად აჟღერებს ონტოლოგიურ საფრთხეებს სამშობლოში მცხოვრები მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ.

აზერბაიჯანის უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ სომეხი ხალხის მიმართ გამოხატული სიძულვილის სიტყვები აშკარად მიზნად ისახავს სომეხი ხალხის შეუწყნარებლობისა და სიძულვილის გაღრმავებას, რასაც სახელმწიფო ათწლეულების მანძილზე ავრცელებს აზერბაიჯანულ საზოგადოებაში․ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები, სამხედრო ტყვეების და მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლების ეთნიკური ნიშნით სიკვდილით დასჯა, მკვლელობები, მათი ვიდეო გადაღება და მათი გავრცელება სიამაყის ნიშნად.

ასევე აზერბაიჯანის პოლიტიკური ხელმძღვანელობის განცხადებებითაა შთაგონებული, რომ რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანელი ჯარისკაცი არალეგალურად შეიჭრა სომხეთის ტერიტორიაზე და განზრახ  მოკლა სომხეთის მოქალაქე და შეეცადა აზერბაიჯანული  მხარისთვის  ამის შესახებ ეცნობებინა.  ასევე ეცნობებინა, რომ განზრახული აქვს   სხვა მრავალი სომეხი მშვიდობიანი მოქალაქის მოკვლა. დარწმუნებულები ვართ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის აღნიშნული განცხადების შემდეგ, ის ფაქტი, რომ ეს და ზემოაღნიშნული დანაშაულებები სახელმწიფო დონეზეა ორგანიზებული, საერთაშორისო საზოგადოებაში ეჭვსაც არ იწვევს.

იმის ნაცვლად, რომ ეძიოს სტაბილური და გრძელვადიანი გადაწყვეტილებები რეგიონში წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემებისთვის, აზერბაიჯანი ცდილობს ძალის გამოყენებით და ძალის მუქარით განავითაროს თავისი ექსტრემისტული ამბიციები. სომხურმა მხარემ არაერთხელ გააფრთხილა აზერბაიჯანი მის  მიერ გატარებული ამ პოლიტიკიური  დესტაბილიზაციის გამო  და საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიიპყრო მსოფლიო წესრიგზე დაფუძნებული ასეთი მოქმედების საშიშროებაზე“.

ნახეთ მეტი
Back to top button