მთავარისპორტი

მდგომარეობა გავაუმჯობესეთ:  გკს მინისტრის მოადგილე ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატის ერევანში გამართვის შესახებ

ჩვენ გვაქვს 6 მედალი, ველოდებით შემდეგს, – განაცხადა განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ კარენ გილოიანმა ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის შედეგების შეჯამებისას. სომხეთის ქალთა და ვაჟთა ნაკრებების ამ დრომდე შედეგებით კმაყოფილია.

„6 მედალი გვაქვს, შემდეგს ველოდებით. ხვალიდან ბრძოლაში ჩვენი მძიმე არტილერია ჩაერთვება. დარწმუნებული ვარ, გავიხარებთ  ჩვენი სპორტსმენების ჩემპიონატში თავგანწირვით და მონდომებით მონაწილეობისთვის“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე დაფიქსირებული ინციდენტის შემდეგ (აზერბაიჯანის დროშის დაწვა. რედ.) მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატის სომხეთში ჩატარების პერსპექტივა ეჭვქვეშ იყო დაყენებული. ახლა ის აღნიშნავს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

„ჩვენ გავაუმჯობესეთ მდგომარეობა. თუ ჩემპიონატის დაწყებამდე ეს შანსი 99 პროცენტი იყო, დაწყების შემდეგ 15 პროცენტი გახდა, ახლა 60 პროცენტია“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გილოიანის თქმით, სიტუაციის გაუმჯობესების სასარგებლოდ მუშაობს ერევნის ტურნირის ორგანიზების მაღალი დონეც.

„ორგანიზაციის შესახებ შეკითხვით  ჩვენს სტუმრებს უნდა მიმართოთ, დარწმუნებული ვარ მხოლოდ მადლობას და კეთილ სიტყვებს მოისმენთ. მიუახლოვდით ნებისმიერ სპორტსმენს ან მწვრთნელს, ამაში დარწმუნდებით. ეს არ არის სუბიექტური მოსაზრება, ეს არის ობიექტური რეალობა. ძალიან გვიხარია, რომ ტურნირი ძალიან მაღალ დონეზე მიმდინარეობს“, – განაცხადა კარენ გილოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button