საზოგადოება

სომხეთის 25 სკოლაში ისწავლება სპარსული, ქართული, თურქული და აზერბაიჯანული

სომხეთის 25 საგანმანათლებლო დაწესებულებაში სექტემბრიდან სპარსული, ქართული, თურქული და აზერბაიჯანული ენების სწავლება მიმდინარეობს.

ამის შესახებ „არმენპრესის“ ცნობით,  განათლებისა და კულტურის   მინისტრმა ჟანა ანდრეასიანმა პარლამენტში 2022 წლის სომხეთის რესპუბლიკის პროგრამის (2021-2026) განხორციელების პროგრესისა და შედეგების შესახებ ანგარიშის განხილვისას განაცხადა.

„რეგიონული ენების სწავლების ფარგლებში, რომელიც სამთავრობო პროგრამის სამიზნე იყო, გასული წლის სექტემბრიდან, ანუ ამ სასწავლო წლიდან 25 საგანმანათლებლო დაწესებულებაში სპარსული, ქართული, თურქული და აზერბაიჯანული ისწავლება“, – განაცხადა ანდრეასიანმა.

მინისტრის თქმით, ინტერესის გამოსარკვევად სკოლებს შორის წინასწარი კვლევა ჩატარდა. 400-მდე სკოლამ გამოთქვა სურვილი, რომ ჰქონდეს რეგიონალური ენის სწავლება, ენებს შორის თურქული ენის შესწავლის მსურველები ჭარბობენ.

„ჯერ-ჯერობით ყველა მსურველის დაკმაყოფილება არ ხერხდება, რადგან კადრების სერიოზული პრობლემა გვაქვს და დრო გვჭირდება“, – განაცხადა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button