კულტურა

ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილი ვანდალიზმის ფაქტების წარმოჩენას  – არცახის კულტურის სამინისტრო

18 აპრილს, ძეგლთა და ღირსშესანიშნაობების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, არცახის განათლებისა და კულტურის სამინისტრო შეტყობინებას ავრცელებს, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ.

„ისტორიულ-კულტურულ ძეგლებზე, რომლებიც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მოწმეა, სხვადასხვა დროს არაერთხელ განხორციელდა მტრის თავდასხმა და ძალით ჩამორთმევა (ექსპროპრიაცია). სამწუხაროდ, 44-დღიანმა ომმა ასევე დიდი დარტყმა მიაყენა არცახის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას. თუ 2020 წლისთვის არცახში 4118-მდე სერტიფიცირებული ძეგლი იყო, დღეს მათგან 2000-მდე რჩება აზერბაიჯანის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე (მათ შორის 169-მდე ეკლესია, სამონასტრო კომპლექსი და სამლოცველო). ჩვენი ისტორიული და კულტურული ნაკრძალებიც მტრის კონტროლის ქვეშ დარჩა.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძეგლების შენარჩუნებასთან დაკავშირებით, არაერთი წერილი გაეგზავნა შესაბამის სტრუქტურებს, რომლებიც მოუწოდებენ კონფლიქტის ზონებში ძეგლების შენარჩუნებას, თუმცა რეალური პრაქტიკული ნაბიჯები ამ დრომდე არ არის გადადგმული.

ომის შემდეგაც მტერი არ უშვებს ხელიდან შესაძლებლობას გაანადგუროს და დაამახინჯოს ჩვენი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი იდენტობის ბეჭედია. დღეს ჩვენ ასევე ვაწყდებით ჩვენი ისტორიული ლანდშაფტის დაკარგვას, რაც ასევე სერიოზული გამოწვევაა.

ნახეთ მეტი
Back to top button