სპორტი

ერევნისგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ:  მოლდოვას მწვრთნელი ევროპის ჩემპიონატის შესახებ

სომხეთში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი კარგად არის ორგანიზებული, განუცხადა სომხეთის საზოგადოებრივ რადიოს მოლდოვის ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელმა ლეონიდ შპაკმა.

„არავითარ ხარვეზს ვერ ვხედავ. ყველაფერი თავის დროზეა, ყველაფერი თავის ადგილზეა, არის არაერთი სიახლე“, – ამბობს მწვრთნელი, რომელიც 15 წელია სპორტსმენებთან ერთად ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში მონაწილეობს.

მალე მოლდოვა ძალოსნობაში 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს და მწვრთნელის თქმით, ღონისძიების ორგანიზების კუთხით ერევნისგან ბევრი რამ გვაქვს სასწავლი.

„აქ ბევრი რამ შევამჩნიეთ, რასაც ვერ ვგეგმავდით. ვიმედოვნებ, რომ ჩვენც შევძლებთ ღონისძიების ამ დონეზე ჩატარებას, ყველაფერი ძალიან ხელმისაწვდომი და ძალიან კომფორტულია“, – განაცხადა შპაკმა.

ნახეთ მეტი
Back to top button