
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროსი მრჩეველი, ეუთოს მინსკის ჯგუფის ამერიკელი თანათავმჯდომარე ლუი ბონო.
როგორც სომხეთის მთავრობის პრესრელიზიდან ირკვევა, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აშშ-ის ადმინისტრაციის ძალისხმევას რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და წარმოადგინა სომხური მხარის მიდგომები არსებული საკვანძო საკითხების მოგვარების მიმართ. ნიკოლ ფაშინიანმა მიუღებლად მიიჩნია აგრესიული პოლიტიკა და მეომარი რიტორიკა მთიანი ყარაბაღის ხალხის და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მხარეებმა განიხილეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, სტეფანაკერტსა და ბაქოს შორის საერთაშორისო დიალოგის მექანიზმის ფორმირება, აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადის გამო მთიან ყარაბაღში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოწესრიგება და რეგიონული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვასთან დაკავშირებული საკითხები.