სომხეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანთან შესაძლო სამშვიდობო ხელშეკრულებაში შეიქმნას შესაბამისი გარანტიების სისტემა, რათა დაცული იქნება ამ ხელშეკრულების დებულებები. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ზოგადად, დღევანდელი საერთაშორისო ვითარება ისეთია, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ იძლევა გარანტიას, მათ შორის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
კითხვაზე, რატომ უნდა გააფორმოს სომხეთმა სამშვიდობო ხელშეკრულება აზერბაიჯანთან, როცა საერთაშორისო გარანტიაც კი არ არის გარანტია, ფაშინიანმა უპასუხა: „პირველ რიგში, ჯერ არ არის ფაქტი, რომ მოვაწერთ ხელს. იმედი მაქვს და მზად ვარ ხელი მოვაწერო ჩემს მიერ წამოჭრილი საკითხების განხილვის ფარგლებში. და თუ მოვაწერთ ხელს, ვაწერთ ხელს, რადგან ხელმოწერის გარეშე გარანტირებულია, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ არ გვინდა რომ იყოს. ხელმოწერის შემთხვევაში კი საგრძნობლად იზრდება ალბათობა, რომ ეს არ მოხდება“, – განაცხადა მან და განმარტა, რომ იმ შემთხვევაში უარყოფითი განვითარებები არ იქნება ისეთივე, როგორც ხელმოუწერლობის შემთხვევაში.
პრემიერმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ახლა ეიფორიაშია და ეიფორიაში მყოფი პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებს. მათი მიზანიც ის არის, რომ სომხეთის რესპუბლიკა წამოეგოს პროვოკაციას და მოერგოს იმ გეგმას, რომელიც აზერბაიჯანს აქვს მხედველობაში. და ეს გეგმა, მისი აზრით, ცნობილი და საჯაროა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს წინა დღის განცხადებაც არის პასუხი აზერბაიჯანული მხარის ამ პროვოკაციულ განცხადებებზე და შესაძლებლობის ფარგლებში თვითონაც გასცემს პასუხს მათ.