მთავარიპოლიტიკა

სომხეთი მზადაა კუხო-ს მისიის განლაგებისთვის – ფაშინიანი

არა მარტო რუსეთი, არამედ სომხეთიც მზადაა განათავსოს აზერბაიჯანის საზღვარზე კუხო-ს სადამკვირვებლო მისია. ამის შესახებ პარლამენტში ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„არა მხოლოდ რუსეთი მზად არის, სომხეთიც მზად არის. ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება და, ფაქტობრივად, ჩვენი მიზანია შესაძლო მისია ეფექტური გავხადოთ. ეს მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, კუხო-სთვის და რეგიონისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება ევროკავშირის დამკვირვებლების მუშაობას, პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა განასხვავონ კუხო და ევროკავშირის მისიები.

„კუხო-ს აქვს უსაფრთხოების ვალდებულებები სომხეთის რესპუბლიკის მიმართ, სომხეთსაც აქვს ვალდებულებები, რომლებიც, კერძოდ, 2022 წელს, როგორც თავმჯდომარემ და როგორც მონაწილე ქვეყანამ, სრულად შეასრულა. ევროკავშირის მისია არ შეიძლება გაიგივდეს კუხო-ს მისიასთან. ამიტომ, ჩვენი მოლოდინი კუხო -ს მისიისგან ბევრად მეტი უნდა იყოს, ვიდრე ევროკავშირის მისიისგან“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის მისია გრძელვადიანია, ჯერ არ არის სრულად განლაგებული, პროცესშია.

ნახეთ მეტი
Back to top button