სომხეთში COVID-19-ით 8700-მდე ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტრო
სომხეთში COVID-19-ით 8700-მდე ადამიანი გარდაიცვალა. როგორც იუწყება News.am-ი, ამის შესახებ ეროვნული ასამბლეის რიგგარეშე სესიაზე ანგარიშის „სომხეთის მთავრობის 2022 წლის (2021-2026) პროგრამის განხორციელების პროგრესისა და შედეგების შესახებ“ განხილვისას განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა.
მისი თქმით, უფრო სწორი იქნებოდა სომხეთში COVID-19-ის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების სათანადო შეფასების საფუძველი არა მხოლოდ სიკვდილიანობის ინდექსის, არამედ სომხეთის მსგავსი ქვეყნების მსგავს მაჩვენებლებთან შედარებაც.
„კონკრეტული ქვეყნების დასახელება არ მინდა, მაგრამ არის სახელმწიფოები, რომლებთან შედარებით სომხეთში COVID-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ორჯერ დაბალი იყო. და ეს იმ პირობებში, როდესაც სომხეთი ერთდროულად იყო როგორც COVID-19-ის, ასევე გარე აგრესიის წინაშე. გარდა ამისა, ბევრი განვითარებული ქვეყნისგან განსხვავებით, სომხეთს არ ჰქონია არასაკმარისი სამედიცინო აღჭურვილობისა და პირადი დამცავი აღჭურვილობის პრობლემა. მსგავსი პრობლემა ჩვენ არასდროს შეგვქმნია“, – დაარწმუნა მინისტრმა.
ავანესიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთში უზრუნველყოფილია ვაქცინების მაქსიმალური მრავალფეროვნება და მათი ხელმისაწვდომობა.