საზოგადოება

შეხვედრა საქართველოში მცხოვრებ სომხურ თემთან

როგორც საქინფორმი წერს, ქალთა ორგანიზაციის წევრები ეთნიკურ უმცირესობებთან შეხვედრებს აგრძელებენ. მორიგი საინფორმაციო შეხვედრა საქართველოში მცხოვრებ სომხურ თემთან, ორგანიზაცია „ქართველ-სომეხთა კავშირის” ოფისში გაიმართა (ორგანიზატორი – თბილისის საკრებულოს ეთნიკური უმცირესობათა საბჭოს თავმჯდომარე, ქალთა ორგანიზაციის თბილისის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რიტა ხიდირბეგიშვილი).

ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, დამსწრეებს ეთნიკური უმცირესობების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის თაობაზე ესაუბრა და ორმხრივი ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება.

თბილისის საბჭოს თავმჯდომარე რიმა ბერაძემ, თბილისში მოქმედ იმ სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებზე ისაუბრა, რომელთა შესახებ ეთნიკური ჯგუფების ინფორმირებულობა და ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია.

გაცნობითი, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობა აღნიშნეს და ერთობლივ ღონისძიებებზეც შეთანხმდნენ. ქალთა ორგანიზაცია საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნიკურ ჯგუფთან საინფორმაციო შეხვედრების გამართვას და თანამშრომლობის ეფექტიანი ფორმატის ჩამოყალიბებას გეგმავს.

ნახეთ მეტი
Back to top button