საზოგადოება

23 აპრილს ახალქალაქში ჩირაღდნებით მსვლელობა გაიმართება

2023 წლის 23 აპრილს 19:00 საათზე ჯავახეთში ახალგაზრდული გაერთიანება „ზორი ზორიანი“ და ჯავახეთის ახალგაზრდული კავშირები ჩირაღდნის მსვლელობა-მოთხოვნას გამართავენ, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა და 108 წლისთავთან დაკავშირებით უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას, სომეხთა გენოციდს ეძღვნება. ამის შესახებ წერს ka.jnews.ge.

ჩირაღდნებით მსვლელობა ახალქალაქის ციხის ტერიტორიიდან დაიწყება და ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიის ეზოში დასრულდება.

„23 აპრილის 19:00 საათისთვის ყველას მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ, რათა სამართლიანი მოთხოვნის მსვლელობაში მონაწილეობა მიიღონ“, – ნათქვამია “ზორი ზორიანის” ახალგაზრდული კავშირისა და ახალგაზრდული კავშირის განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button