მთავარისპორტი

თურქეთის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ერევნის ჩემპიონატს ბოლო 10 წლის საუკეთესოდ მიიჩნევს

ერევანში გამართული ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის პირველი დღეებიდან თურქმა სპორტსმენებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს. აღნიშნულ ფაქტს დიდი სიხარულით აღნიშნავს თურქეთის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი თალათ უნლიუ. მისი შეფასებით, ჩემპიონატი სომხეთში ძალიან კარგად იყო ორგანიზებული.

„ორგანიზატორები ძალიან სერიოზულად და კარგად მომზადებულები იყვნენ, ერთადერთი, რაც გვაწუხებს, არის ყველა თქვენთვის ცნობილი ეპიზოდი, აქციის მონაწილეს უპატივცემულო საქციელით. მართლაც, დიდი ძალისხმევა გაკეთდა, იგივე ვუთხარი ჩვენი ქვეყნის ტელევიზიას, რომ ეს არის საუკეთესოდ ორგანიზებული ევროპის ჩემპიონატი ბოლო ათი წლის განმავლობაში. როგორც უკვე აღვნიშნე, რომ არ ყოფილიყო  პირველი დღის ის ეპიზოდი, როცა აზერბაიჯანის დროშას ცეცხლი წაუკიდეს,  მაშინ ყველაფერი იდეალურად იქნებოდა. ჩვენთვის აქ ყველაფერი გათვალისწინებულია, არანაირი პრობლემა არ გვაქვს, ძალიან ბევრიც კი გაკეთდა, თავს უხერხულადაც კი ვგრძნობთ,  თუმცა, ჩვენ გვესმის, რომ გაკეთდა ის, რაც უნდა გაკეთებულიყო და ასევე ძალიან კარგად იყო ორგანიზებული“, – განაცხადა თალათ  უნლიუმ „Armenpress“-თან   საუბარში.

მომხდარის შემდეგ სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაგვარწმუნა, რომ ინციდენტი ძალიან სწრაფად მოგვარდა, აზერბაიჯანის წარმომადგენელს გადაეცა ახალი დროშა, რის შემდეგაც ცერემონია გაგრძელდა. თალათ უნლიუს თქმით, ამ ინციდენტის გარდა, მათ მთელი ამ ხნის განმავლობაში სხვა პრობლემა არ შექმნიათ.

„აქ ჩვენ არ გვქონია საქმე სერიოზულ პრობლემასთან, როგორც ვთქვი, უსაფრთხოების ყველა პუნქტი  ძალიან მკაცრად იყო გათვალისწინებული, ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ამის აუცილებლობა არ იყო“, – ამბობს ის.

ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი შემდეგი ქვეყანა თურქეთი იქნება. ანტალიაში მზადება უკვე დაწყებულია. ახლა ყურადღებით ადევნებენ თვალს სომხეთის საორგანიზაციო მუშაობას, რათა მომავალ წელს ჩემპიონატი იმავე მაღალ დონეზე მოაწყონ.

„ჩემპიონატის დასრულებამდე  აქ ვიქნები, რადგან ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც აქ ჩამოვედით, იყო იმის ნახვა, თუ როგორ იყო ორგანიზებული. რა თქმა უნდა, ნებართვის მიღების  შემდეგ, ფოტო-ვიდეო გადავიღე საკონკურსო და სავარჯიშო დარბაზებიდან, რათა ჩემპიონატისთვის ჩვენ  საუკეთესოდ მოვემზადოთ. ასეთი ინფორმაცია და რჩევა ორგანიზატორებისგან მივიღეთ. ამ მხრივ დაგვეხმარნენ, რისთვისაც მადლობელი ვართ“, – ამბობს თურქეთის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი.

ჩემპიონატის ერთ-ერთი ოქროს მედალოსანი თურქეთის ნაკრების სპორტსმენი ნურაი გიუნგიორია. სპორტსმენს გრძნობების აღწერა უჭირს, ბედნიერია, რომ სომხეთში წარმატებით გამოვიდა.  ძალოსნის თქმით, ევროპის ჩემპიონატი სომხეთში მაღალ დონეზე მიმდინარეობს.

„ღონისძიება ძალიან კარგადაა  ორგანიზებული, რისთვისაც დიდი მადლობა ორგანიზატორებს. კმაყოფილი ვართ, ყველაფერი ძალიან კარგია“, – განაცხადა გიუნგორმა.

  ერევანში მიმდინარე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობს 40-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სპორტსმენი.

ნახეთ მეტი
Back to top button