სომხეთში ევროპის ჩემპიონატი უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული, – ამის შესახებ სომხეთის საზოგადოებრივ რადიოსთან საუბარში განაცხადა უკრაინელმა ძალოსანმა ირინა დეხამ.
„არაერთ ტურნირში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ორგანიზებულობის დონე აქ საუკეთესოა. ყველაფერი გაკეთდა სპორტსმენებისთვის. სასტუმროებიდან დაწყებული კონკურსით დამთავრებული, ყველაფერი საგულდაგულოდ არის გააზრებული“, – განაცხადა მან.
ქალთა 81 კგ წონით კატეგორიაში გუშინ ევროპის ჩემპიონი გახდა ირინა დეხა. მისი თქმით, კონკურსი რთული იყო.
თქვენ იცით, რა რთულია უკრაინაში შეჯიბრებისთვის მომზადება, ამიტომ ბრძოლაც რთული იყო.