მთავარისპორტი

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ერევანში ჩატარებული ჩემპიონატი ერთ-ერთი საუკეთესოა

ძალოსნობაში ევროპის მიმდინარე ჩემპიონატი, რომელიც ერევანში ტარდება, ერთ-ერთი საუკეთესოა. ამის შესახებ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ატილა ადამფიმ “Armenpress”-თან საუბარში განაცხადა.

– ბატონო ადამფი, თქვენი აზრით, როგორ იმართება ევროპის მიმდინარე ჩემპიონატი ძალოსნობაში?

– ევროპისა და მსოფლიოს არაერთ ჩემპიონატში მქონდა მონაწილეობა და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს მიერ ნანახი რამდენიმე ჩემპიონატთან თუ შევადარებ, ერევანის ჩემპიონატი ერთ-ერთი საუკეთესოა. სპორტის სწორად წარმოჩენისთვის რთული და შრომატევადი სამუშაოები შესრულდა.  ყველაფერი შესანიშნავია, მარკეტინგული კამპანიებიდან დაწყებული. სომხეთში პირველად ვარ და სასეირნოდ რომ გამოვედი, მაშინვე სპორტული განწყობა დამხვდა. ქუჩაში ყველგან შეგიძლიათ ნახოთ ბილბორდები და მეტროში შესვლისას გაცნობებენ  ტურნირის შესახებ. კიდევ ერთხელ, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი, რაც მინახავს. მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ არის ტურნირი წარმოდგენილი ტელევიზიით, ამ სფეროშიც   კომპეტენტური მუშაობაა ჩატარებული.

– როგორ შეაფასებდით სომხეთში ამოსული დელეგაციებისთვის შექმნილ პირობებს?

– ვხედავ, როგორ ვარჯიშობენ სპორტსმენები შეჯიბრებამდე, ვხედავ, რა პირობებში ტარდება შეჯიბრებები, ჩემი შეფასება ისევ ისაა, რომ ყველაფერი ფანტასტიკურად კეთდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპორტსმენებისთვის შესაფერისი პირობების შექმნა  და რეგულარულად ვამოწმებ, ნორმალურია თუ არა სასტუმროს პირობები, ნორმალურია თუ არა მგზავრთა ტრანსპორტირება, კვება. ეს არის ის, რასაც მე პირადად ვერ შევაფასებ, ცნოებებს  ვიღებ სხვადასხვა ჯგუფისგან: ყველაფერი მშვენიერია. გარდა კარგად ორგანიზებული მუშაობისა, ძალიან მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის დამოკიდებულებაც. აქ ყველას თბილად ესალმებიან.  სომხეთში ყველა კარგად ვგრძნობთ თავს.

– როგორ ფიქრობთ, უახლოეს მომავალში სომხეთს შეუძლია კვლავ უმასპინძლოს მსგავს ღონისძიებას?

– ერთი სიტყვით შემიძლია გიპასუხო: კი. არ არსებობს ჩემპიონატები, რომლის დროსაც პრობლემები არ არის, მთავარია მათი სწრაფად მოგვარება. ძალოსნობა ევროპა 2023 ჩემპიონატის მომზადებისა და ორგანიზების უწყებათაშორისი კომიტეტი დაკომპლექტებულია პროფესიონალი ადამიანებით. ამ გუნდს მეტის გაკეთება შეუძლია.

ნახეთ მეტი
Back to top button