მთავარიპოლიტიკა

ადამ შიფი კონგრესს წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც აღიარებს არცახის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს

აშშ-ის კონგრესის სომხურ საქმეთა ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარე ადამ შიფი კონგრესს წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც მოუწოდებს არცახის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარების ასევე აზერბაიჯანის აგრესიის დაგმობისაკენ.

ამის შესახებ კონგრესმენმა „Armenpress“-ის  ცნობით, „Asparez“-თან  ინტერვიუში განაცხადა.

„ხვალ დილით წარვადგენ კანონპროექტს, რომელიც აღიარებს  არცახის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ამით აშშ ოფიციალურად აღიარებს არცახის მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლებას“, – განაცხადა ადამ შიფმა.

კონგრესმენმა ასევე შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანის მიერ მომზადებული შესაძლო აგრესიის გამო.

„ძალიან შეშფოთებული ვარ, რომ აზერბაიჯანი გეგმავს მორიგ ომს არცახის წინააღმდეგ, მორიგ ომს თავად სომხეთის წინააღმდეგ და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძლიერი გზავნილი ბაქოს დიქტატორისთვის, რომ კონგრესი ორპარტიულ საფუძველზე დაუჭერს მხარს არცახელი ხალხის უფლებებს“, – განაცხადა შიფმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მიერ არცახის ბლოკადა უნდა დასრულდეს.

კონგრესის სომხურ საკითხთა ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ბლოკადით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისი მძიმდება. სიტუაციაზე გავლენის მოხდენის მიზნით, შიფმა მნიშვნელოვანი ჩათვალა ყველა კონგრესმენის ჩართვა აშშ-ს ადმინისტრაციაზე ზეწოლის მიზნით.

„ადმინისტრაციამ უნდა გააკეთოს იამზე  მეტი, ვიდრე  მორალის ენაზე საუბარია.  აქ მორალური ეკვივალენტობა არ არსებობს. მოწოდებ ორივე მხარისათვის ძალადობისა და პროვოკაციებისგან თავის შეკავებისშესახებ უადგილოა, როცა მხოლოდ ერთი მხარეა აგრესორი და ეს გახლავთ  ბაქო“, – აღნიშნა შიფმა.

ნახეთ მეტი
Back to top button