მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანში საგუშაგოს დამონტაჟების გამო სომხეთი საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს

სომხეთი უახლოეს დღეებში მიმართავს საერთაშორისო სასამართლოს იმის გამო, რომ აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფანში საგუშაგო დაამონტაჟა.

ამის შესახებ Armenpress-ს განუცხადა სრ საერთაშორისო იურიდიულ საკითხებში წარმომადგენლობის პრესსპიკერმა ჰასმიკ სამველიანმა.

„უახლოეს მომავალში სომხეთი მიმართავს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს იმის გამო, რომ აზერბაიჯანმა  საგუშაგო მოაწყო ლაჩინის დერეფანში, ერთადერთ გზაზე, რომელიც აკავშირებს არცახს სომხეთთან“, – განაცხადა მან.

23 აპრილს აზერბაიჯანმა განაცხადა ლაჩინის დერეფანში საგუშაგოს დამონტაჟების შესახებ. სომხეთისა და არცახის საგარეო პოლიტიკური დეპარტამენტები აცხადებენ, რომ დერეფანში აზერბაიჯანის მიერ საგუშაგოს დაყენება მიუღებელია და წარმოადგენს 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციის უხეშ დარღვევას. საფრანგეთმა, აშშ-მ და რუსეთმა დაგმეს და მიუღებლად მიიჩნიეს აზერბაიჯანის პროვოკაციული და უკანონო ნაბიჯი.

ნახეთ მეტი
Back to top button