მთავარიპოლიტიკა

აშშ ღრმად შეშფოთებულია აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანში საგუშაგოს დაყენებით – აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტი

შეერთებული შტატები ღრმადაა  შეშფოთებული აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანში საგუშაგოს დამონტაჟებით, რაც ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის აღდგენის მცდელობებს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

„კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადამიანების თავისუფალი გადაადგილება ლაჩინის დერეფნის გავლით. მოვუწოდებთ მხარეებს, განაახლონ მშვიდობიანი მოლაპარაკებები და თავი შეიკავონ საზღვრის გასწვრივ პროვოკაციებისა და მტრული ქმედებებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

  შეგახსენებთ, რომ დღეს აზერბაიჯანმა ლაჩინი-სტეფანაკერტის გზაზე საგუშაგოს დამონტაჟების შესახებ განაცხადა.

ნახეთ მეტი
Back to top button