
გენოციდის საერთაშორისო აღიარება მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს კაცობრიობის წინააღმდეგ მსგავსი დანაშაულების განმეორება მსოფლიოს ნებისმიერ სხვა კუთხეში. Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სომეხთა გენოციდის 108 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.
„დღეს, 24 აპრილს, სომეხი ხალხი მთელს მსოფლიოში იხსენებს მე-20 საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში მომხდარ სომეხთა გენოციდის მოწამეებს.
კაცობრიობის წინააღმდეგ ამ დაგეგმილი და უპრეცედენტო დანაშაულის შედეგად 1915-1923 წწ. პერიოდში დაიღუპა 1,5 მილიონი სომეხი, ასობით ათასი დაექვემდებარა ძალადობას და იძულებით დეპორტაციას, რითაც მათ წაართვეს შესაძლებლობა შეენარჩუნებინათ თავიანთი იდენტობა სამშობლოში. ეს დანაშაული, რომელიც განხორციელდა მთელი ხალხის წინააღმდეგ მისი ეროვნული კუთვნილების, სომხად ყოფნის გამო, მოგვიანებით გახდა გენოციდის დანაშაულის განმარტების საფუძველი და აისახა ,,გენოციდის პრევენციისა და მისი დასჯის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციაში.
საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ შეიძლება დაფიქსირდეს, რომ საერთაშორისო საზოგადოების სოლიდარობა გენოციდის დანაშაულის დაგმობასა და აღიარებაში არის სომხების გენოციდის აღიარება სახელმწიფო დონეზე სამი ათეული ქვეყნის მიერ, ასევე შესაბამისი რეზოლუციებისა და დეკლარაციების მიღება არაერთი საერთაშორისო სტრუქტურის მიერ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში სრ-ს მიერ ავტორიტეტული „გენოციდის პრევენციის“ რეზოლუციების ერთხმად მიღება.
გენოციდის საერთაშორისო აღიარება მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს კაცობრიობის წინააღმდეგ მსგავსი დანაშაულის განმეორება მსოფლიოს ნებისმიერ სხვა კუთხეში, მათ შორის ახალი ეთნიკური წმენდის საფრთხის ჩათვლით. ეს არის გულგრილობა, ტოლერანტობა და დაუსჯელობა, რაც შესაძლებელს ხდის ამ მასობრივი დანაშაულის აღსრულებას.
სამწუხაროდ, დღეს, ისევე როგორც საუკუნის წინ, გენოციდური პოლიტიკის საფრთხე საგრძნობია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. დღესაც მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხები გენოციდისა და ეთნიკური წმენდის საფრთხის წინაშე დგანან. აზერბაიჯანის უწყვეტი აგრესიული პოლიტიკა მთიანი ყარაბაღის ხალხის მიმართ, ანტისომხური რიტორიკა, ქმედებები, რომლებიც მიმართულია მათი საკუთარი სამშობლოს წართმევისკენ, სომხური კვალის წაშლისკენ, სხვა არაფერია თუ არა გენოციდური ზრახვების გამოვლინება.
დღეს, კიდევ ერთხელ ვიხრით ქედს სომეხთა გენოციდის წმინდა მოწამეების ხსოვნის წინაშე და როგორც გენოციდის პრევენციის დღის წესრიგის წინსვლის პიონერი, ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას სამართლიანობის, ჭეშმარიტების აღიარების, ახალი გენოციდების და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების აღკვეთისადმი, ეთნიკური, რელიგიური და რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლისადმი“, – ნათქვამია განცხადებაში.