პოლიტიკა

ნებისმიერი პროვოკაციული ქმედება ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს  – აშშ-ის ელჩი აზერბაიჯანის მიერ საგუშაგოს დამონტაჟების შესახებ

აშშ-ის ელჩმა სომხეთში კრისტინა ქუინმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანში ჰაკარის ხიდზე საგუშაგოს განლაგება ძირს უთხრის პროცესს და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს ვალდებულება მხარი დაუჭიროს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესს.

ამის შესახებ ელჩმა სომხების გენოციდის მემორიალურ კომპლექსში ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე, “Armenpress”-ის   ცნობით, განაცხადა.

„გუშინ შეერთებულმა შტატებმა გამოთქვა შეშფოთება აზერბაიჯანის მიერ საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებით, რადგან ეს აფერხებს სამშვიდობო  პროცესს. ამ მომენტში ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ მხარეებს შორის მოლაპარაკებას და მზად ვართ ამისათვის“, – განაცხადა ელჩმა.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ იჩენს  ძალისხმევას სამშვიდობო პროცესის წინსვლისთვის.

აზერბაიჯანის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების გამოყენებაზე, როგორც შემაკავებელ ფაქტორზე, ელჩმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის აშშ-ს მიერ აზერბაიჯანის მიმართ სანქციები არ არის დაწესებული და მას არ შეუძლია კომენტარი გააკეთოს იმაზე, თუ რას გააკეთებს აშშ მომავალში.

ნახეთ მეტი
Back to top button