მთავარიპოლიტიკა

საფრანგეთი გმობს აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანში საგუშაგოს დამონტაჟებას

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაგმო აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანში საგუშაგოს დაყენება. „Armenpress“-ის  ცნობით, ფრანგულმა მხარემ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ნაბიჯები „ეწინააღმდეგება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს და აზიანებს მოლაპარაკების პროცესს“.

„საფრანგეთი მოუწოდებს აზერბაიჯანს დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები, კერძოდ, განახორციელოს საერთაშორისო სასამართლოს 22 თებერვლის შუალედური გადაწყვეტილებები, რომლებიც სავალდებულოდ ითვლება.

საფრანგეთი მოუწოდებს აღდგეს ხალხის, მანქანებისა და საქონლის თავისუფალი გადაადგილება ლაჩინის დერეფნის გავლით ორივე მიმართულებით, ასევე მოსახლეობისთვის გაზისა და ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება“, – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე კი ლაჩინის დერეფანში აზერბაიჯანული მხარის ახალი პროვოკაციული ქმედებებს დამგმობი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც გააკეთა.

ნახეთ მეტი
Back to top button