მთავარიპოლიტიკა

სომეხი ხალხი ახალი გენოციდის საფრთხის წინაშე დგას  –  არცახის  საგარეო საქმეთა სამინისტროს  განცხადება

1915 წლის სასტიკი დანაშაულიდან საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ სომეხი ხალხი კვლავ ახალი გენოციდის საფრთხის წინაშე დგას. “არმენპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხების გენოციდის 108 წლისთავთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე  გაამახვილა ყურადღება.

„24 აპრილს ყველა სომეხი პატივს მიაგებს  ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის 1,5 მილიონზე მეტი მსხვერპლის ხსოვნას. 1915-1923 წწ.  „ახალგაზრდა თურქებმა“  და ქემალის მთავრობამ რამდენიმე ეტაპად განახორციელეს სომხების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა და გაძევება. სომეხთა გენოციდი იყო ოსმალეთის იმპერიის ლიდერების მიერ აღებული პანთურქისტული პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებდა ახალი ტერიტორიების დაპყრობას ხოცვა-ჟლეტის, თურქიზაციის ან მკვიდრი ქრისტიანი სომხების იძულებით გადაადგილების გზით.

მე-20 საუკუნის პირველი გენოციდის პრევენციის შეუძლებლობამ და დაუსჯელობამ, სამწუხაროდ, მოგვიანებით განაპირობა ახალი გენოციდები. დღესაც, ამ სასტიკი დანაშაულიდან საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, სომეხი ხალხი კვლავ ახალი გენოციდის საფრთხის წინაშე დგას“, – ნათქვამია განცხადებაში.

არცახის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასძინა, რომ აზერბაიჯანის ავტორიტარული ხელისუფლება თურქეთის დახმარებით აგრძელებს გენოციდურ პოლიტიკას სომხების წინააღმდეგ. ამის ნათელი დასტურია თურქეთის დაუფარავი მხარდაჭერა და პირდაპირი მონაწილეობა აზერბაიჯანის მიერ არცახის წინააღმდეგ 2020 წლის სექტემბერში გაჩაღებულ სამხედრო აგრესიაში. 44-დღიანი ომის დროს ოკუპირებული იქნა  არცახის რესპუბლიკის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩადენილია მრავალი სამხედრო დანაშაული და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევა, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის და სამხედრო ტყვეების სასტიკი მკვლელობები, თავების მოკვეთა, ცხედრების წაბილწვა  და სხვა არაადამიანური  ქმედებები.

აგრძელებს რა  არცახის დეპოპულაციის პროგრამას, აზერბაიჯანი 4 თვეზე მეტია ალყაში ამყოფებს  120 000 ადამიანს,  აყენებს მათ განადგურების ან სამშობლოს იძულებით დატოვების დილემის წინაშე. ამავდროულად, გენოციდური პოლიტიკის განსახორციელებლად, აზერბაიჯანი აგრძელებს არცახის მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას ყველა შესაძლო საშუალებით საერთაშორისო საზოგადოების თვალწინ და ისევ სრული დაუსჯელობისა და ნებაყოფლობის  ატმოსფეროში.

სომეხთა გენოციდის განხორციელების შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოებამ აიღო ვალდებულება და შეიმუშავა შესაბამისი ინსტრუმენტების ნაკრები, რათა თავიდან აიცილოს გენოციდები და ადამიანის უფლებების მასიური დარღვევები, მათი განმეორების პრევენციის მიზნით.  

ნახეთ მეტი
Back to top button