საზოგადოება

სომხეთის მოქალაქეებმა საქართველოში 164 მიწის ნაკვეთი დაარეგისტრირეს

Alik Media წერს, რომ 2023 წელს საქართველოში უცხოელთა მიერ შეძენილი მიწის თითქმის 62 პროცენტი რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნის, რასაც მოსდევს სომხეთის რესპუბლიკა. აღნიშნული ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს პარლამენტის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ გამოითხოვა.

უფრო კონკრეტულად, 2023 წლის პირველ კვარტალში უცხოელებმა საქართველოში 2038 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაარეგისტრირეს, საიდანაც 1256 რუსეთის 447 მოქალაქის საკუთრება გახდა.

იმ 5 ქვეყნის სია, რომელთა მოქალაქეები 2023 წელს საქართველოში შეძენილი მიწების რაოდენობით ლიდერები გახდნენ, ასე გამოიყურება:

• რუსეთი 1 256 მიწის ნაკვეთი, 447 მფლობელი,

• სომხეთი: 164 მიწის ნაკვეთი, 47 მფლობელი,

• საბერძნეთი: 154 მიწის ნაკვეთი, 58 მფლობელი,

• უკრაინა: 70 მიწის ნაკვეთი, 26 მფლობელი,

• გერმანია: 54 ნაკვეთი, 21 მფლობელი.

ნახეთ მეტი
Back to top button