მთავარიპოლიტიკა

რა გარანტიებია იმისა, რომ აზერბაიჯანი არ დაარღვევს შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებას? მარუქიანის პასუხი საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებებზე

სომხეთის სპეციალური დავალებების მქონე ელჩმა ედმონ მარუქიანმა ისაუბრა საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებებზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შესახებ და გამოთქვა ეჭვი, რომ აზერბაიჯანი დაიცავს შესაძლო სამშვიდობო ხელშეკრულების დებულებებს.

როგორც იუწყება Armenpress-ი, მარუქიანი თავის ეჭვებს იმით ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანი განუწყვეტლივ არღვევს 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივ დეკლარაციას და ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვია სამმხრივი დეკლარაცია, ლაჩინის დერეფანში საგუშაგო მოაწყო. მარუქიანი სვამს კითხვას, მზად არიან თუ არა ქვეყნები, რომლებიც მშვიდობისკენ მოუწოდებენ მხარეებს, მისცენ  აზერბაიჯანის მიერ შესაძლო შეთანხმების შესრულების გარანტია.

,,2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების დარღვევით, აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფანში საგუშაგო მოაწყო. ამასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებმა, აშშ-მ, საფრანგეთმა და რუსეთმა, ასევე ევროკავშირმაც. საინტერესოა, რომ ყველა ეს ქვეყანა და ევროკავშირი მხარეებს შეთანხმებისკენ და სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისკენ მოუწოდებს. აქ ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა. თუ აზერბაიჯანი მუდმივად არღვევს 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადებას, მაშინ რა გარანტიები აქვს სომხეთს, რომ აზერბაიჯანი არ დაარღვევს ხელმოსაწერ სამშვიდობო შეთანხმებას? მზად არიან საერთაშორისო თანამეგობრობის იგივე წევრები – აშშ, საფრანგეთი, რუსეთი და ევროკავშირი, უზრუნველყონ აზერბაიჯანთან ხელმოსაწერი სამშვიდობო ხელშეკრულების შესრულების გარანტია?“ – წერს მარუქიანი ,,ტვიტერ“-ის საკუთარ გვერდზე.

ნახეთ მეტი
Back to top button